მთავარი საკითხავი როგორ განკურნა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედმა ხატმა პატარა ანა (ექსკლუზივი)

როგორ განკურნა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედმა ხატმა პატარა ანა (ექსკლუზივი)

by guramus

 

 

 

 

 

სურათიც კი მაქვს საავადმყოფოში გადაღებული. მეც და ბავშვიც სულ ვლოცულობდით. ორშაბათი რომ გათენდა, გამოკვლევაც ჩაუტარეს და, შეგიძლიათ შინ დაბრუნდეთ, ბავშვს არაფერი სჭირსო, – ისე გამოგვწერეს, ბავშვს არავითარი მკურნალობა არ ჩასტარებია. გორში დაბრუნებულებმა ბარგი დავაწყვეთ და მაშინვე რუსეთიდან ჩამობრძანებული ხატის მოსალოცად წავედით. ხატი უკვე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ტაძარში დაებრძანებიათ. ანამ თავისი ხატიც წამოიღო ეკლესიაში. შევედით თუ არა, ბავშვი წინ წავიდა, რატომღაც შემოუარა ხატს, მეორე, ხელთუქმნელ ასლს შეახო თავისი ხატი, იქვე დაიჩოქა და ილოცა. სწორედ მაშინ გადმოვიდა ჩვენს ხატზე მირონი, ოღონდ ხელთუქმნელი ხატის მხარეს.  მერე მომიყვა, ასე და ასე ვთხოვე ხატსო, ოღონდ როცა ხმამაღლა გავიმეორე მისი ნათქვამი, მაშინვე შემისწორა, – ეგრე კი არა, ასე ვთქვიო. გასაოცარი იყო, ბავშვი, რომელიც წინა დღეს კიბეზე ვერ ადიოდა, ტაძარში ერთსაათიან პარაკლისს მუხლდაჩოქილი უსმენდა, მერე წამოდგა და კვლავ ჩვეულებრივ გაიარა. ხელთუქმნელ მხარეს ჩვენს ხატს მირონი დღესაც სდის და თანაც, ძალიან უცნაურად – თითქოს ჩარჩოდან გადმოდის და ისე ინამება. ახლახან მეორე მხარესაც შევნიშნე ერთი-ორი წვეთი. ანამ რომ გაიგო, რუსეთიდან ჩამობრძანებული ხატი თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებულიო, შეგვეხვეწა, ვიდრე რუსეთში წააბრძანებენ, კიდევ ერთხელ მინდა მივეახლოო. ბებიამ ჩამოიყვანა თბილისში…

ტელეფონით ანასაც გავესუბრე.