მთავარი საკითხავი როგორ უნდა იცხოვროთ 20-30 წლამდე, 5 რჩევა წიგნიდან „მნიშვნელოვანი წლები“

როგორ უნდა იცხოვროთ 20-30 წლამდე, 5 რჩევა წიგნიდან „მნიშვნელოვანი წლები“

by guramus

ეს ასასკი (20-30 წლამდე) ყველაზე პროდუქტიული დროა ჩვენს ცხოვრებაში. უნდა ვეცადოთ, ისე გავატაროთ ეს 10 წელი, რომ მერე არასდროს ვინანოთ. ფსიქოლოგი მეგ ჯეი ძალიან სასარგებლო 5 რჩევას გვაძლევს.

1. ყოველთვის გახსოვდეთ: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დროა

რატომ? ასე გამოდის, რომ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების 80% 35 წლამდე იჩენს თავს. შემოსავლის 2/3 მოდის ამ პერიოდზე. ამ ასაკში ქორწინდებიან და ქმნიან ოჯახებს უმეტესობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყურადღებით ყოფნა და ყველაფრის გაანალიზება. დაინახეთ პერსპექტივები და არ გაუშვათ არცერთი შანსი ხელიდან.

2. ეცადეთ გაიგოთ, რა გინდათ და რა გიტაცებთ

30 წლამდე ასაკი – ზრდასრულობის პიკია (ახალგაზრდებისთვის ვგულისხმობთ). ამ ასაკში უნდა ჩაეყაროს იმ ცხოვრებას საფუძველი, რომელიც მომავალში უნდა გავიაროთ. სამწუხაროდ, ამას თითქმის ვერავინ ხვდება და შემდეგ შეცდომებს უშვებენ: ფიქრობენ რომ ეს დრო გართობაში უნდა გამოიყენონ, მაგრამ როცა 30 წელს მიუკაკუნებენ, ხვდებიან, რომ სამუშაო ისეთი სასიამოვნო აღარაა, დიდი წინსვლაც არ არის და საერთოდ რაში გაილია ეს 10 წელი. ამის თავიდან ასაცილებლად ახლავე გაერკვიეთ თქვენს სურვილებში და ეცადეთ საქმედ აქციოთ ის, რისი კეთებაც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ.

3. დააგროვეთ იდენტურობის კაპიტალი

თქვენი გავლილი ეს ათი წელი მოგაგონებთ თვითფრინავს, რომელიც ტურბულენტურ ზონაში მოყვა. მაგრამ თუ მოახერხებთ ამის მართვის სწავლას, ბევრად უფრო შორს გაფრინდებით, ვიდრე სხვები. ინდივიდუალური რესურსები, პიროვნილი აქვიტების ერთობლიობა, ეს ყველაფერი უნდა დააგროვოთ. ეს გულისხმობს იმ ინვესტიციებს საკუთარ თავში, რომლებიც დროის მანძილზე გამომუშავდება.

4. გაიაზრეთ საკუთარი თავის ჭეშმარიტი პოტენციალი

ყველას აქვს შინაგანი მოთხოვნილება იმისა, რომ გამოამჟღავნოს თავისი პოტენციალის მაქსიმუმი, თუმცა ბევრი ვერ ხვდება ამის მნიშვნელოვას. განსაზღვრეთ პირველ რიგში თუ როგორ შეესაბამება თქვენი უნარები გარემო სამყაროს. ზუსტად ასეა ჭეშმარიტი პოტენციალის მიღწევა.

5. გახსოვდეთ სუსტი კავშირების ძალის შესახებ

დარწმუნებული ვარ ყველას გვყვავს ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან, როცა რაიმე გვიჭირს, ცუდად ვართ ან რჩევა გვჭირდება. ამ ადამიანებს ცხოვრების შეცვლა არ შეუძლიათ ჩვენთვის. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენს ცხოვრებას ის ადამიანები ცვლიან ხშირად, ვისთანაც მჭიდრო კავშირი არ გვაქვს.

ასევე წაიკითხეთ სტატია – ჰოლივუდის 9 ვარსკვლავი, რომლებიც “დედიკოს ბიჭები არიან”