ქალწული – შენი გადატვირთული ტვინი ვერ ახერხებს ფიზიკურ გრძნობებზე კონცენტრირებას. თუმცა, თუ თქვენს შორის ნამდვილი ქიმიაა, შენ გაქვს შანსი თავით გადაეშვა ტკბილ, გააზრებულ კოცნაში.
სასწორი – შენ ნამდვილი კოცნის ოსტატი ხარ რადგან საოცრად მოსიყვარულე და მოალერსე ურთიერთობები გიზიდავს. ხან ნაუცბადევი კოცნის, ხან კი ხანგრძლივი და ღრმა ვნების მორევში გადაეშვები. ეს აიძულებს შენს შეყვარებულს ჩაგთვალოს განუმეორებელ ქალად.
მორიელი – ქალი ქარიშხალი. შენი კოცნა ვნების ფეიერვერკია და აიძულებს შენს პარტნიორს იგრძნოს თავი ისე, თითქოს სიყვარულის წამალი დალია.
მშვილდოსანი – გიზიდავს სპონტანური თავგადასავლები, ამიტომ კოცნის ნებისმიერი სახეობისთვის ხარ მზად. მაგრამ როგორც არ უნდა აკეთებდე ამას, კოცნით დააჯილდოებ მხოლოდ იმას, ვინც შენში მდიდარ ემოციურ გამოხმაურებას გამოიწვევს.
თხის რქა – შენთვის არ აქვს მნიშვნელობა რა საქმეს აკეთებ. მთავარია დარწმუნდე, რომ ყველაფერი წესრიგშია. შენი მიზანია კოცნის საშუალებით პარტნიორს მესიჯი გაუგზავნო, რომ მის მიმართ დადებითად ხარ განწყობილი.
მერწყული – ყველას მიმართ მეგობრული ხარ და ნებისმიერს შეგიძლია აკოცო. თან ყველას ერთნაირად კოცნი. არ აქვს მნიშვნელობა შენი მეორე ნახევარია თუ დღეს გაცნობილი ბიჭი. ორივეს ერთნაირად მეგობრულად მოეალერსები.
თევზები – შენი რომანტიკული ბუნებიდან გამომდინარე, კოცნაც რომანტიკული იცი. საკმაოდ ჩაკეტილი და იდუმალი ხასიათის გამო, შენს კოცნას მისტიკის გემო დაკრავს.
თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:
ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეუძლია წყენის მარტივად დავიწყება
როგორ მივაღწიოთ წარმატებას – ამის გარკვევაში ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი დაგვეხმარება
რისი იმედი უნდა გქონდეს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისგან