1.3K
- „საყვარელი ქალი არასოდეს ბერდება.“
- „სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა – ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს.“
- „ადამიანი მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა სრულიად მარტოდ მარტოა.“
- „ადამიანი თუ ოქროთი მოწამლე, მას სული დაუპატარავდება.“
- „ნუ გეშინია საკუთარ თავზე სიცილის, რადგან თვითკრიტიკა ისევე აუცილებელია, როგორც სახის ჩამობანა.“
- „ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს – თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება.“
- „ვასწავლოთ ბავშვებს – ეს აუცილებელი საქმეა, ამავე დროს უნდა გავიგოთ, რომ ძალზედ სასარგებლოა, ჩვენც ბევრი რამ ვისწავლოთ მათგან.“
- „მას ქალაქი შეხვდა ისე, როგორც ღორი ხვდება მარწყვს ზამთარში.“
- „მხირაული ადამიანი ყოველთვის გულითადია, ნაძირლები კი იშვიათად არიან მხიარულნი.“
- „წარსულის არ ცოდნით შეუძლებელია გაიგო აწმყოს რეალური მიზეზი და მომავლის მიზნები.“
- „ადამიანის ყოფა ძალზედ საიდუმლოა და ეს ფარულობა ხშირად ძალზედ უაზროა.“
- „ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დავრწმუნდი, რომ ხელოვნება უფრო დიდსულოვანია, ვიდრე ადამიანი.“
- „სიცოცხლით ტკბობას აუცილებლად შეერწყმება სიკვდილის სურვილი.“
- „არ არსებობს ცეცხლი, რომელიც სიყვარულის ცეცხლზე მეტად ანათებდეს.“
- „ნუ იქნებით გულგრილნი, რადგან გულგრილობა სულის ჯალათია.“
- „ცხოვრება ყოველთვის იქნება საკმარისად ცუდი, რათა ადამიანში უკეთესის სურვილი არ გაქრეს.“
- „ძალიან ადრე გავიგე, რომ სწორედ მისი წინააღმდეგობა ქმნის ადამიანს გარემოცვის წინააღმდეგს.“
- „მართველთა განცხადებები ხალხის სურვილების შესახებ იგივეა, რაც ყრუ-მუნჯის განაცხადება მუსიკის შესახებ.“
სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე