სასწორი – თუ მის დამოუკიდებლობას საფრთხის წინაშე დააყენებთ, ნელა, მოხერხებულად გაგისხლტებათ ხელიდან.
მორიელი – ეგღა აკლია ვინმეს გამო მსხვერპლი გაიღოს. აქეთ უნდა დათმონ მორიელის გამო ყველაფერი. მისი სექსუალურობა და ვნება ყველას გულს ინადირებს.
მშვილდოსანი – მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ადამიანი უყვარდეს და ამავე დროს თითოეულს უმტკიცოს სიყვარული. ამის გამო, ხშირად ვერ გაურკვევია რომელი საყვარელი ადამიანის გამო უნდა გაიღოს ყველაფერი.
თხის რქა – პრაგმატული და რეალისტი თხის რქა არასოდეს გაწირავს თავს საყვარელი ადამიანის გამო. მისთვის ხომ მნიშვნელოვანი მატერიალური სიკეთეებია და არა – სულიერი.
მერწყული – იმდენად უყვარს თავისუფლება, რომ არავის გამო არ დათმობს. თავიდან ოცნების კოშკებს აგიგებთ, სასწაულს დაგპირდებათ, მაგრამ როგორც კი მის შეზღუდვას დააპირებთ, მაშინვე გაქრება.
თევზები – ის ყოველთვის დაგარწმუნებთ, რომ თქვენთვის მთებს გადადგამს და შეიძლება ასეც მოიქცეს თუ ეს მისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, მაგრამ როგორც კი მიხვდება, რომ მის დეპრესიას საფრთხე ემუქრება და ყველაფერი კარგადაა, ადგება და თავიდან დაანგრევს აშენებულ ურთიერთობას. რაღაცაზე ხომ უნდა ინერვიულოს.
მსგავსი სტატიები
3 ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი ქალი
TOP 3 შურისძიებით შეპყრობილი ზოდიაქოს ნიშანი ქალი