მთავარი კულინარია უგემრიელესი ხარჩო საქონლის ხორცით

უგემრიელესი ხარჩო საქონლის ხორცით

by guramus

გთავაზობთ უგემრიელესი ხარჩოს მომზადების რეცეპტს.

ინგრედიენტები:
  • საქონლის ხორცი – 1 კგ
  • ხახვი – 3 თავი
  • ტომატი – 1/2 ს/კ
  • ბრინჯი – 150 გრ
  • ნიორი – 3 კბილი
  • ხმელი სუნელი – 1 ჩ/კ
  • წიწაკა
  • მარილი
  • კარაქი – 50 გრ
მომზადების წესი:

დავჭრათ საქონლის ხორცი, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. როდესაც ხორში მოიხარშება ჩაყარეთ ბრინჯი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ტაფაზე  კარაქშ, როცა ხახვი უკვე გაყავისფრდება დვამატოთ ტომატის პასტა, 5 წუთი კიდევ გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე პარალელურად ურიეთ. მოხარშული ბრინჯი გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ მოთუშული ხახვი ტომატის პასტით, ქინძი, ხმელი სუნელი, ოხრახუში და დაუმატეთ მარილი (გემოვნებით).