ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და გააჩნიათ განსაკუთრებული თვისებები. ზოგი მავნეა, ზოგი კეთილი, ზოგი აქტიურია, ზოგი კი პირიქით. თუმცა არსებობენ ასევე ყველაზე ორსახოვანი და ამოუცნობი ზოდიაქოს ნიშნები.
ტყუპი – რომ შეხედავ და დააკვირდები, გგონია, რომ ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანია, თუმცა დროთა განმავლობაში წარმოდგენა იცვლება. ტყუპები ორმხრივი, ცვალებადი ბუნებით იბადებიან. მათში 2 ადამიანი სახლობს. ხშირად თვითონაც ვერ არკვევენ რომელი რომელია.
მორიელი – მასში ორი, დადებითი და უარყოფითი პერსონა ცხოვრობს. ერთი მათგანი რთული, პრინციპული ხასიათის არის. მტრისას თუ იგი განრისხდა. შეუძლია ყველა და ყველაფერი გაანადგუროს. ხოლო მეორე მორიელი კი ერთგული, მოსიყვარულე და საშინლად გულჩვილია.
მერწყული – ექსცენტრიგული და არასტაბილური ნიშანია. მერწყული საოცრად მეგობრული და გულკეთილია, მაგრამ ცდილობს ყველასთან დისტანცია დაიცვას. იგი ვერ იტანს როდესაც მისი სულს სიღრმეებში ვინმე ცდილობს შეღწევას.