მთავარი კულინარია მარწყვის ლიმონათი

მარწყვის ლიმონათი

by guramus

მარწყვის ლიმონათის მომზადების რეცეპტი, ზაფხულის ცხელი დღეებისთვის. გამაგრილებელი, ნატურალური და ამავდროულად უგემრიელესი ლიმონათი სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:
  • მარწყვი – 2 ჭიქა
  • თაფლი – 1/4 ჭიქა
  • ყინულები
  • ცივი წყალი – 3 ჭიქა
  • ლიმნის წვენი – 1/2 ჭიქა
  • ბროწეულის სიროფი – 1/4 ჭიქა
მომზადების წესი:

ზემოთ მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ჭიქებში და 15 წუთით შედგით მაცივარში. შემდეგ დაამატეთ რამოდენიმე ყინულის კუბიკი და შეგიძლიათ მიირთვათ.