1.4K
თხის რქა – ხანგრძლივი ვადით ახასიათებს დეპრესია და უიმედობა. ამიტომ ამ ხალხს განსაკუთრებით მოეთხოვება ხასიათში მეტი ოპტიმიზმის გამომუშავება. საიმისოდ, რომ დეპრესიული ფონი დავაძლევინოთ სასურველია, თხის რქამ იგრძნოს ახლობლების გვერდში დგომა, სითბო და ყურადღება.
ის შესაძლოა კატეგორიულად უარყოფდეს სხვებისგან ზრუნვის მოთხოვნილებას, მაგრამ რეალურად მას სითბო ჰაერივით ესაჭიროება.
თევზები – დეპრესია და სასმელი (ქალების შემთხვევაში დამამშვიდებელი პრეპარატები) ძალზე ხშირი შემთხვევაა რეალურ ცხოვრებაში. ამ ხალხს უზომოდ სათუთი გული და სენსიტიური ბუნება აქვს.
შეეცადეთ მასთან ერთად გამოიტიროთ მისი უბედობა, თუ გინდათ, რომ თევზებს დეპრესიული მდგომარეობა შეუმსუბუქოთ. მიეცით საშუალება თავი “ჭეშმარიტ მოწამედ” და ტანჯულად იგრძნოს.