არსებობენ ადამიანები, რომლებიც სულ სხვებს ედრებიან. სურთ მათთსავით წარმატებულები და ბედნიერები იყვნენ. მათ შურიანობას საზღვარი არ აქვს.
საუკეთესო წლებს სხვების ჯიბრსა და ქიშპობაში ხარჯავენ – არადა ბედნიერების ფორმულა მარტივია, იყო კმაყოფილი და მადლიერი იმით, რაც გაქვს, რომ სამომავლოდ უფრო მეტი წინსვლის შანსი მიიღო ცხოვრებიდან.
დღეს ზოდიაქოს “ოქროს სამეულს” შემოგთავაზებთ. ასტროლოგების აზრით, შურის და ბოღმის გრძნობა ამ ნიშნებში განსაკუთრებით ვლინდება. თუ რომელიმე ნიშანი თქვენ გეკუთვნით, ასტროლოგებზე და სტატიის ავტორზე კი ნუ დაიწყებთ ლანძღვას, საკუთარ თავზე იმუშავეთ და ეცადეთ შეიცვალოთ.
კირჩხიბი – მას ფარული მოქმედებები ახასიათებს. არასრულფასოვნებით შემკული კირჩხიბი მზად არის სამარე გაუთხაროს ყველას, ვინც უნდა რომ გაანადგუროს.
როგორც წესი, კირჩხიბები იმ ადამიანებს ბაძავენ, ვინც საკუთარ მშობლებს ჰგვანან. ბავშვობაში მიღებული კომპლექსები მათ ზრდასრულ ასაკშიც ახსენებს თავს და კირჩხიბებს ნამდვილ ბოღმის “ბუკეტებად” აქცევს.
ლომი – შავი პიარიც ძალიან მოსწონს. ზოდიაქოს ამ ნიშანშიც გადამწყვეტ როლს მშობლები და მათი აღზრდა თამაშობს. თუ მშობლებმა იგი გაანებივრეს პატარა ასაკიდან. დიდობაშიც იგივეს მოითხოვს. მას საზოგადოების მხრიდან მუდმივი “გუნდრუკის კმევა” სურს.
ლომები, რომელთაც ბავშვობიდან ფუქსავატ ადამიანებად ზრდიდნენ, დიდობაში კაცთმოძულე და საოცრად შურიან ინდივიდებად ყალიბდებიან. ხშირად, ისინი უკანონო გზებით სიარულსაც არად დაგიდევენ იმის გამო, რომ ყურადღების ცენტრში მოახერხონ მოხვედრა. ლომის ამპარტავნებას საზღვარი არ აქვს.
თხის რქა – ლომზე ეგოისტი და ბოღმიანია. კარიერულად შეუმდგარი თხის რქა ნამდვილი მონსტრი შეიძლება გახდეს. იგი ძალიან ამბიციურია და თუ რაიმეს მიღება ვერ შეძლო, მზად არის ყველაფერი გაანადგუროს, ოღონდ ჩუმად.
თხის რქა, რომელიც ცხოვრებაში კარიერულად და პროფესიულად შეუმდგარი პიროვნებაა, რიგი მიზეზების გამო, ძალზე ხშირად ხდება კაცთმოძულე და ბოღმიანი პიროვნება, რომელსაც ძალიან უყვარს გარშემო მყოფებთან საკუთარი პერსონის ტრაგიკულობაზე საუბარი და ამით საყოველთაო ყურადღების მიქცევა.
ადამიანები, რომელთაც გამუდმებით ახასიათებთ თავის შეცოდება, არანაკლები დოზით არიან ეგოისტები შინაგანად – თხის რქაც, სავსებით შეესაბამება ზუსტად ამ მოდელს.