მთავარი საკითხავი გიორგი გურჯიევის 10 მცნება

გიორგი გურჯიევის 10 მცნება

by guramus

1. ამქვეყნად არ არიან არც რუსები, არც ინგლისელები, არც ებრაელები, არც ქრისტიანები. არიან მხოლოდ ადამიანები, რომელთაც ერთი და იგივე მიზანი აქვთ: ცხოვრება.

2. მოიშველიე აღმოსავლეთის გაგება და დასავლეთის ცოდნა – შემდეგ ეძიე.

3. გააცნობიერე შენი თავი ყველგან და ყოველთვის.

4 პატივი ეცი ყველა რელიგიას.

5. ნუ შეაფასებ ადამიანს სხვათა ლაპარაკის მიხედვით.

6. შეიყვარე ის, რაც არ გიყვარს.

7. დაეხმარე მხოლოდ მას, ვინც შრომობს.

8. გახსოვდეს, როდესაც სხვებს ეხმარები შენც მიიღებ დახმარებას, შესაძლოა ხვალ, შესაძლოა ას წელიწადში, მაგრამ მაინც მიიღებ დახმარებას, ბუნებამ უნდა გადაიხადოს ეს ვალი. ეს მათემატიკური კანონია და მთელი ცხოვრება მათემატიკაა.

9. იცოდე, რომ შეგნებული, ცნობიერი რწმენა – თავისუფლებაა, გრძნობით ნაკარნახევი – მონობა, მექანიკური რწმენა კი – სიბრიყვე.

10. არასოდეს დაივიწყო, რომ ერთერთი საუკეთესო ხერხი ადამიანმა საკუთარ თავში გააღვიძოს ქმედების სურვილი, არის იმის გააზრება რომ ყოველ წუთს შეიძლება მოკვდეს.

და ბოლოს ბონუსად – ,,ჩვენ შეგვიძლია მიმართულება გაჩვენოთ და პირობები შეგიქმნათ, მაგრამ ვერ დაგეხმარებით”.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ოთარ ჭილაძის 10 მცნება

რას ამბობს ოტია იოსელიანი სიყვარულზე

ღირსეული მამაკაცი გსურთ გვერდით? მაშინ დაიმახსოვრეთ ეს 7 ფრაზა