886
ისპანახის ომზადების ძალიან კარგი რეცეპტი. დიასახლისებო, ის თქვენი ერთ-ერთი ფავორიტი გახდება.
საჭირო ინგრედიენტები:
- 100 გრ ისპანახი
- 75 გრ კარტოფილი
- 1 ს.კ კარაქი
- 1 ც კვერცხი
- მარილი-გემოვენებით
მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი და შიგ გარეცხილი ისპანახი ჩაყარეთ. დაახლოებით 5-10 წუთი ხარშეთ. აიღეთ კარტოფილი, გავფცქვნით, გარეცხეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით, შემდგომ კი მოხარშეთ. ისპანახი და კარტოფილი ერთმანეთში შეუზილეთ სანამ პიურეს არ მიიღებთ. შემდეგ აიღეთ კვერცხი, მოხარშეთ და ცილა მოაშორეთ, კვერცხის გული კი წვრილად დაჭერით. შეურიეთ პიურეს, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და მალე ყველაფერი მზად იქნება.