მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს ეს სამი ქალი ყველაზე ვნებიანია

ზოდიაქოს ეს სამი ქალი ყველაზე ვნებიანია

by guramus

უამრავი ხასიათის ქალი არსებობს. ზოგი მათგანი ჭირვეულია, ლმობიერი, დიდგულა, ტვინის ბურღი. მაგრამ არსებობს განსაკუთრებული კატეგორია, ქალები – რომლებიც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავენ.

მათ გამო ნებისმიერი მამაკაცი ყველაფერზეა წამსვლელი. ზოგი მათგანი ოჯახსაც კი ანგრევს.

ასტროლოგები გამოყოფენ ყველაზე ვნებიანი ქალების სამეულს. სტატისტიკურად, სწორედ ამ ნიშნით დაბადებული ქალები არიან მამაკაცების ჭკუის ამრევები, გამგიჟებლები და მომთვინიერებლები.

მესამე ადგილას გავიდა ვერძი. თავნება, ვნებიანი, აქტიური ვერძი ყველა მამაკაცისთვის მოუთვინიერებელ, ველურ არსებად რჩება და ყველას სურს მისი დაპყრობა, მაგრამ ამაოდ.

ძლიერ სქესს ვერძის ძნელად დასამორჩილებელი ხასიათი და მკვეთრი ტემპერამენტი ხიბლავთ.

სასიყვარულო სამკუთხედში ძირითადად იმ მიზეზით ხვდება, რომ მუდამ მიუწვდომელი მამაკაცებით იხიბლება. ამიტომ პრინციპი “რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები” სწორედ ვერძ ქალზეა ზედგამოჭრილი.

ლომი ამ რეიტინგში მეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა ცხოვრებაში სხვაგვარად არის. იგი ბუნებით, არსით, სულით დედოფალია და თუნდაც გარეგნობა არ უწყობდეს საამისოდ ხელს, ის მაინც მოახერხებს მამაკაცების მოხიბვლას საკუთარი გრაციოზულობის, ელეგანტურობისა და დახვეწილი მანერების ხარჯზე.

მუდამ მოწესრიგებული, უზადოდ შემოსილი და შარმიანი ლომი ყველა მამაკაცის გულს მარტივად იპყრობს.

ჰოდა, აბა, რომელი კაცი იტყვის უარს დედოფლის ხელში ჩაგდებაზე? ლომები ამბიციური და ამაყი ინდივიდები არიან. მისთვის მეტოქეს არათუ არ გააჩნია რაიმე მნიშვნელობა, ის უბრალოდ არც იმჩნევს მის არსებობას ამ ქვეყანაზე.

თუ მამაკაცი უყვარს (ლომს კი სიყვარულის განსაკუთრებული უნარი აქვს, მოგეხსენებათ ზოდიაქოს ეს ნიშანი გულით იმართება!) ბოლომდე და ღირსეულად გადაიტანს ნებისმიერი სახის ქარტეხილებს.

არ შეუშინდება საზოგადოების გაკიცხვას და საყვარელი ადამიანის გვერდზე ყოფნას, ყალბ ოჯახურ ბედნიერებას არ ანაცვალებს.

და საპატიო პირველი ადგილი მორიელს ერგო. საოცარი მაგნეტიზმით, სექსუალური ტემპერამენტით და მიზიდულობის უნარით დაჯილდოებული ქალია.

შესაძლოა ზოგჯერ იგი შეუხედავი, არცთუ იდეალური სხეულის პროპორციების მქონე, გაუცინარი და უხასიათო ქალიც იყოს, მაგრამ არის მასში ის რაღაც, განსაკუთრებული ხიბლი, რაც მამაკაცებს ატყვევებს და საღი გონებით მოქმედების უნარს დიდი ხნით აკარგვინებს.

მორიელს შესანიშნავი უნარი აქვს გავლენა მოახდინოს ადამიანების ფსიქიკაზე.

მას ძლიერი სქესის მანიპულირების და მართვის უნარი აქვს. ამის გამო, მორიელი ხშირად დიდხანს ტანჯავს და ქარ-ცეცხლში ატარებს თაყვანისმცემლებს.

თუმცა, თუკი მისი გულის კარი რომელიმე მამრმა მართლაც გატეხა ამ ქალს უზომო, წრეგადასული და მარადიული სიყვარული შეუძლია.