ლომი – მზით მართული ეს ნიშანი დიდსულოვანი, მეფური მანერების მქონე, ამაყი, გრაციოზული და არისტოკრატიულია. ლომი მამაკაცი ყოველთვის ახერხებს სამიზნე ობიექტს თავბრუ დაახვიოს და თავი შეაყვაროს.
ლომი მამაკაცი განსაკუთრებით მამაცი და უშიშარია, როდესაც მისი სიყვარულის ობიექტს საფრთხე ემუქრება. მოკლედ, მის გვერდით თავს ნამდვილ დედოფლად იგრძნობთ.
მორიელი – ერთი შეხედვით პირქუში, სიტყვაძნწი, უემოციო და ცივი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს განსაკუთრებული მაგნეტიზმი, სექსუალური შარმი და ჰიპნოზის უნარი გააჩნიათ.
ამიტომ, ქალები მას ისე ეხვევიან თავს როგორც ფუტკრები ყვავილს. მორიელი, როგორიც არ უნდა იყოს მისი ვიზუალი ყოველთვის მონახავს გზას სასურველი ქალის გულის მოსაგებად. იგი თავზეხელაღებული, რისკიანი და ძლიერი ნებისყოფის ადამიანია. ამიტომ სასურველი ქალის ხელში ჩასაგდებად არავითარ გმირობაზე არ დაიხევს უკან.