თუ ასტროლოგიით სერიოზულად ხართ დაინტერესებული, აუცილებლად უნდა იკითხოთ არა მხოლოდ ზოდიაქოების დადებითი მხარეები, არამედ მათი შიშებიც. წარმოგიდგენთ თითოეული ზოდიაქოს დაუძლეველ შიშ.
ვერძი – ადამიანების დაკარგვის შიში. მათთვის “ბრძოლის” წაგებაზე უფრო თავზარდამცემი მოვლენა მხოლოდ ადამიანების დაკარგვის შიშია. ვერ უძლებენ, როდესაც მეგობრებს და ახლობლებს კარგავენ.
კურო – ფინანსური არასტაბილურობის შიში. კუროები საკმაოდ ბევრს ფიქრობენ მომავალზე და ყოველთვის უნდათ, რომ უზრუნველები იყონ, ამასთან ერთად მოდის პანიკური შიში ფულის უქონლობისა.
ტყუპები – გადაწყვეტილებების შიში. ხშირად დაბნეულები არიან და როდესაც რთული გადაწყვეტილების მიღება უწევთ, თავდაჯერება უქრებათ და სხვებზე უწევთ დაყრდნობა.
კირჩხიბი – სახლის დატოვების შიში. გსმენიათ აგორაფობიაზე? ეს კირჩხიბის დაუძლეველი შიშია. ამ ზოდიაქოს წარმომადგენლების საკმაოდ დიდ პროცენტს სჭირს აგორაფობია.
ლომი – იგნორის შიში. თუ არსებობს ერთადერთი რამ, რასაც ლომი ვერ იტანს, ეს ხალხისგან უყურადღებობის გამოჩენაა. მას ყოველთვის უნდა, რომ ამჩნევდნენ და პატივს სცემდნენ.