ნებისმიერი წვრილი თუ ძალიან მსხვილი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიკაციური კადრები, რომლებიც იქნებიან კარგად გადამზადებულნი და ყველაფერთან ერთად, დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ.
ჩვენს დროში დამსაქმებლები ყველა დეტალს ზედმეტი გულისყურით ადევნებენ თვალს.
ასტროლოგია გვეუბნება, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანი ერთნაირი პასუხისმგებლობით არ ეკიდება სამსახუროებრივ ვალდებულებებს. მათაგან ყველაზე უპასუხისმგებლო ნიშნები: ტყუპები, მერწყული, მშვილდოსანი და თევზები არიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების მთავარი პრობლემა მერყევი ხასიათია. მათ მალე ბეზრდებათ გარემო, ძველი ტემპი. ისინი მუდამ ცდილობენ შეცვალონ, მიიღონ ახალი და თავი მეტად კომფორტულად იგრძნონ.
მათზე ერთი ნაბიჯით წინ: მორიელი, ლომი, თხის რქა და სასწორი არიან. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებულ ნიშნებთან შედარებით, მათ შეუძლიათ იყვნენ მეტად თავდადებულნი, როცა საქმე საყვარელ საქმეს ან დაკისრებულ ვალდებულებას შეეხება.
თუ ასტროლოგიურ გათვლებს დავუჯერებთ, მაშინ: კირჩხიბი, ვერძი, ქალწული და კურო საუკეთესო თანამშრომლები არიან. სწორედ მათი უმეტესობა განაპირობებს კომპანიის იმიჯსა და წარმატებას. ისინი მიდიან, ადგილს იმკვიდრებენ და ხდებიან საუკეთესო, მაღალანაზღაურებადი კადრები.