მთავარი საკითხავი 10 წიგნი, რომლებიც 12 წლამდე ბავშვებს კითხვას შეაყვარებს

10 წიგნი, რომლებიც 12 წლამდე ბავშვებს კითხვას შეაყვარებს

by guramus

10 წიგნი, რომლებიც 12 წლამდე ბავშვებს კითხვას შეაყვარებს

ბევრი მშობელი ცდილობს ბავშვებში წიგნის კითხვის მიმართ ინტერესი ადრეული ასაკიდან გააჩინოს.

ამაში უჩვეულო არაფერია, წიგნები ხომ მსოფლმხედეველობას აფართოებენ, ამაღლებენ ინტელექტს და ავითარებენ წარმოსახვის უნარს.

როალდ დალის “ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა”-
ეს წიგნი პატარა ბიჭი ჩარლისა და სხვა ბავშვების თავგადასავალეზეა მისტერ ვონკის ჯადოსნურ საკონდიტრო ქარხანაში

როალდ დალის “მატილდა”- მშვენეირი მახვილგონივრული და საინტერესო წიგნი პატარა ჭკვიან გოგონაზე. და იმაზე რომ მისი არავის ესმის, იმიტომ რომ ის სხვანაიარია. ეს იტორია ღირს მშობლებმაც წაიკითხონ რომ უკეთ გაუგონ საკუთარ შვილებს და გაიხსენონ საკუთარი ბავშვობა.

ერბერტ უელსის “დროის მანქანა” – გამომგონებლის დახმარებით დროში მოგზაური მიემგზავრება 800 ათასი წლით მომავალში. მას უცნაური სამყარო ხვდება. მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის გამო სახეცვლილი ადამიანებით.

ანტუან დე სენტ ეკზიუპერის “პატარა უფლისწული” – ეს იტორია სხვა პლანეტიდან მოვლენილ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელმაც მილიონობით მკითხველი დაიპყრო. ავტორი მარტივად და გულშიჩამწვდომად ყვება ყველაზე მნიშვნელოვანზე.

ჯონატან სვიფტი “გულივერის მოგზაურობა ” -გემის დაღუპვის შემდეგ გულივერი საოცარ ლილიპუტების ქვეყანაში აღმოჩნდება. ნამცეცა მცხოვრებლები ძალიან გახარებულები არიან სტუმრის მოსვლით და ყველანაირად ცდილობენ მისი გულის მოგებას. თუმცა მალე გასაგები ხდება, რომ ლილიპუტიიდან გამგზავრება არც ისე ადვილი იქნება.

ჯეიმს ბარის “პიტერ პენი” – არის იტორია მფრინავ ბიჭზე, რომელსაც გაზრდა არ უნდოდა. ერთხელაც ის დამეგობრდება ჩვეულებრივი სამყაროს ბავშვებთან და ერთად გაემზავრებიან შორეულ კუნძულზე სადაც შეხვდებიან ფერიებს, ინდიელებს და მეკობრეების უფროსს კაუჭას.

კლაივ ლუისის “ნარინიას ქრონიკები” – საოცარი და მშვენიერი ისტორია ჯადოსნურ ქვეყანაზე, რომელსაც სიყვარული და სიკეთე მართავს. იქ ცხოველები და ფრინველები ადამიანების მსგავსად აზროვნებენ და საუბრობენ, ტყეებში კი გნომები და გოლიათები, ფავნები და კენტავრები ბინადრობენ.

მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალი” – კეთილი და მისთვის დამახასიათებელი იუმორით ავტორი გვიყვება პატარა გმირებზე რომლებიც სახალისო თავგადასავლებში ებმებიან. ეს რომანი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად იქცა და იგი ყველამ უნდა წაიკითხოს.

ანე კატერინა ვესტლის “მამა, დედა, ბებია, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” ნორჩ მკითხველს ცხოვრებისეულ გაკვეთილებს თავაზობს, ოღნდ იუმორით, სითბოთი და მორალისტური ჭკუისწავლების გარეშე.

სელმა ლაგერლეფის “ლეგენდა შობის ვარდზე” – ეს არი ჯადოსნური ზღაპარი სიყვარულზე, რწმენაზე, სიკეთეზე, სიძულვილსა და პატიებაზე.