ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს, მაგრამ არსებობენ განსაკუთრებით გამორჩეული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ცხოვრების შეცვლა (კარგად და ცუდად), ნახეთ რომლები არიან ისინი და რანაირად შეუძლიათ ამის გაკეთება.
ლომი – ეს არის ზოდიაქო, რომელიც ნებისმიერ საქმეში ლიდერია. თქვენდა საბედნიეროდ, თუ ლომი გყავთ საახლობლოში, ის ძალიან დიდ ეფექტს მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. რაღა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოს ხართ მასთან. თუ გაგიმართლათ და ის პარტნიორად შეგხვდათ, თქვენ არასდროს იქნებით ფინანსურად გაჭირვებული, ემოციურად უარყოფილი და პიროვნულად დაჩაგრული. ლომები საყვარელ ადამიანს ისე უფრთხილდებიან, როგორც საკუთარ თავს. აცხოვრებენ მათ, როგორც დედოფლებს (ან მეფეებს) და ყოველი ადამიანი, ვინც “ღირსეულ” ლომთან ურთიერთობაში ხვდება, მუდმივად ბედნიერი და აღმატებულია სხვა მონოტონურ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე.
მორიელი – აქ სამწუხაროდ არ გაგიმართლათ, რადგან თუ მორიელთან ახლოს ხართ, დიდი შანსია, რომ სამუდამოდ დაგიტოვოთ მანდ იარა, აქ რაღა თქმა უნდა ფიზიკურ იარებზე არ არის საუბარი. როგორც ცნობილია, მორიელები მანიპულატორები და ეგოისტები არიან. თუ მათთან ერთ შეცდომას მაინც დაუშვებთ, ან საერთოდ დაგივიწყებენ, ან შურს იძიებენ და შემდეგ “მიგაგდებენ”. მათ დიდად არაფერი აინტერესებთ თავიანთი სურვილების გარდა. შეუძლიათ ყველანაირი საზიზღრობა ჩაიდინონ, თუ ამას თავიანთი მოგონილი მორალური კოდექსით გაამართლებენ. ასე რომ, უფრთხილდით მორიელებს.