არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც არც თუ ისე სასიამოვნო პიროვნული თვისებებით გამოირჩევიან, მაგრამ ეს 3 ზოდიაქო ნერვებს მოგიწამლავთ.
1 . მორიელი – ეჭვიც არ მეპარება, რომ არავის გაუკვირდა მორიელის ხსენება ამ ლისტში. ისინი ნატურალურად არიან დაჯილდოვებული თვისებებით, რომლებიც სხვა ადამიანებს მათ შეძულებაში ხელს უწყობს. თუ გქონიათ ახლო ურთიერთობა მორიელთან, გეცოდინებათ, როგორ არ უყვარს თქვენი და თქვენი სურვილების გათვალისწინება და ნებისმიერ სისაძაგლეს გაგიკეთებთ თავისი სიამოვნების გამო.
2 . თევზები – ეს უფრო კაც თევზებს ეხებათ, რადგან ძალიან ეგოცენტრულები არიან და ჰგონიათ, რომ მთელი მსოფლიო მათ გარშემო ტრიალებს. რამდენადაც მცდარი არ უნდა იყოს თევზები, არასდროს აღიარებს, იმიტომ, რომ სინამდვილეში თავის სიმართლის ბოლომდე სჯერა, თუნდაც ათი ადამიანი უმტკიცებდეს საწინააღმდეგოს. წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება ასეთ მამაკაცთან ურთიერთობა?
3 . სასწორი – ძალიან უცნაური პიროვნების მქონე ხალხია, ვერასოდეს გაუგებთ, რა აკმაყოფილებთ და რა აბრაზებთ. ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვთ, რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება. დაალაგებენ გეგმებს, იმედს მოგცემენ და შემდეგ “გადაგაგდებენ” ისე, რომ მიზეზს არც კი გეტყვიან. ან უარესი – უსუსურ და უაზრო მიზეზს მოგიგდებენ, რაც უფრო გაგამწარებთ (და მათ ეს იციან, უბრალოდ ხალისისთვის აკეთებენ ამას).