მორიელი მამაკაცი ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობს, გამვლელზე, მაღაზიის კონსულტანტზე, უფროსზე, კატაზე, ძაღლზე, ჩიტზეც კი და რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანის დაქალებზე. ისინი ხომ ძვირფას წუთებს ართმევენ.
მშვილდოსანი – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ნიშანი ეჭვიანი მამრების სამეულში მოხვდა. ალბათ გიკვირთ რატომ? ახლავე აგიხსნით. მშვილდოსნის ეჭვიანობა იწყება მაშინ, როცა საყვარელ ადამიანს დაშორდება და ყოფილის სტატუსს მიაკერებენ.
ამ დროს მასში იღვიძებს ნამდვილი მებრძოლის სული. მშვილდოსანი მზად არის ალესოს ისრები და დაიწყოს ბრძოლა. რატომ? რა ვიცით აბა, მას უბრალოდ სირთულეები ხობლავს, თორემ დიდად არც აინტერესებს ყოფილი. უბრალოდ არ უნდა ვინმეს მარტივად დაუთმოს.
ამ ბრძოლის დროს, მშვილდი უკონტროლებელი ხდება. მის მოქმედებებს ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინ.
ასევე დაგაინტერესებთ
3 ზოდიაქო, რომელთან ურთიერთობაც ყველაზე თავბრუდამხვევია (ამავდროულად სევდიანიც)