ქალწული
პრეტენზიული, მეწვრილმანე და ძუნწი ქალია. იგი გულით არასოდეს მოქმედებს, მხოლოდ გონება მართავს. ამიტომ უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, იგი მაინც ანგარებით ეკიდება ურთიერთობას. ქალწული დიდხანს აანალიზებს რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ამ კონკრეტულ მამაკაცთან დიდხნიანი ურთიერთობით.
ხშირად ისეც ხდება, რომ ზედმეტი პრეტენზიულობის გამო ამბობს უარს ვინმესთან ურთიერთობაზე. ზოგიერთი მამაკაცის კბილები არ მოსწონს, ზოგის – ხმის ტემბრი ან მანერები ჭამის დროს. ამ ქალს ზოგჯერ ისეთი წვრილმანები აღიზიანებს გარშემო მყოფების ხასიათში, რომ შეიძლება სერიოზული საგამოძიებო კვლევის ხარჯზეც კი ვერ გაარკვიოთ თუ კონკრეტულად რის გამო დაგიწუნათ და აღარ გააგრძელა თქვენთან ურთიერთობა.
თხის რქა
ემოციურად ცივი ნიშანია. თხის რქა ქალები როგორც წესი სიყვარულს ვერ გამოხატავენ. ამის გამო უჭირთ ძლიერი სქესის გულის მონადირება.
გარდა ამისა, თხის რქა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარშემომყოფთა აზრს. ნეტა რას იტყვის დედა, ბებია, ბიცოლა, მეზობელი? ზოგადად თხის რქისთვის ოჯახი და ტრადიციები განსაკუთრებულ ფეტიშს წარმოადგენს ცხოვრებაში. ამიტომ არჩევანს პირადი ბედნიერება თუ ნათესავები და მათი აზრი, ქალი თხის რქა ხშირად ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ აკეთებს.