მეორე ადგილი დამსახურებულად ეკუთვნის მერწყულს. იგი საოცრად დიპლომატიური ნიშანია. მერწყულის ხასიათში საერთოდ არ დევს კონფლიქტურობა. იგი იმდენად ვერ იტანს დაძაბულობას, რომ თითქმის არავისთან კამათობს.
გარდა ამისა, მერწყულს უნიკალური თვისება აქვს, დააწყნაროს და დააშოშმინოს მოჩხუბრები.
… და პირველი ადგილი ერგო თევზებს. იგი თანდაყოლილი ჰუმანიზმით და თანაგრძნობის საოცარი უნარით იბადება. თევზებს არასოდეს გააჩნია ვინმეს მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ზოგჯერ იგი აბსურდულად მიმტევებელიც კი არის.
ტიპურ თევზს არ აქვს ამბიცია ვინმეს ეუფროსოს, თავი გადაამეტოს და დაჩაგროს რაიმე კუთხით. შესაბამისად, აგრესიული ადამიანების თავდასხმას ისინი თევზური პოზით, მშვიდი გამომეტყველებითა და აუღელვებელი საქციელით პასუხობენ.
ასევე დაგაინტერესებთ
ზოდიაქოს ნიშნები და მათთვის დამახასიათებელი გარეგნობა