პარტნიორის არჩევა და მონათესავე სულის პოვნა ნამდვილად რთული პროცესია. საჭიროა ყურადღებით შევარჩიოთ მეორე ნახევარი, რათა მთელი ცხოვრება მის გვერდით ვიყოთ. მეორე ნახევარი ხომ ჩვენი ჭირის და ლხინის მოზიარე უნდა იყოს.
ასტროლოგების აზრით, არსებობენ ზოდიაქოს წყვილები, რომლებიც იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს. საიდუმლო მათ ხასიათშია. მაგალითად, კუროს და მორიელს ერთმანეთთან არაფერი ესაქმებათ, ვერძი კი კუროს იდეალურად ეწყობა.
მერწყული და სასწორი
ზოდიაქოს ყველაზე შეშლილი წყვილია. მათი ურთიერთობა ერთი დიდი თავგადასავალია. ორივე ნიშანს უზომოდ უყვარს თავისუფლება, გართობა და ცხოვრებით ტკბობა. ამიტომ ისინი ერთმანეთს არასოდეს შეზღუდავენ.
მერწყულიც და სასწორიც მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ არ დაემსგავსონ სხვებს და არ იყვნენ სხვებზე დამოკიდებულნი. თუმცა თანაცხოვრების დაწყებისთანავე თითოეულ მათგანს შეუძლია წავიდეს კომპრომისზე და დაუთმოს პარტნიორს, რათა შეინარჩუნონ ურთიერთჰარმონია.
თევზები და მორიელი
ეს ორი ნიშანი ერთნაირად ფიქრობს ყველაფერზე. მათ ინტუიციური კავშირი აქვთ და ისწრაფვიან ერთმანეთისკენ. ამ წყვილს შეიძლება გააჩნდეს განსხვავებული შეხედულებები და ინტერესები, მაგრამ აბსოლუტურად მსგავსია მათი წარმოდგენა ოჯახურ ურთიერთობაზე, რაც ასე მყარს ხდის მათ კავშირს.
კურო და კირჩხიბი
მათი ურთიერთობა ოჯახურ ჰარმონიასა და ძლიერ კავშირშია. ორივე ნიშანი მუდმივად ცდილობს ოჯახის სრულყოფას. კუროსაც და კირჩხიბსაც თბილი კერა ყველაფერს ურჩევნია.
მშრომელი და მიზანსწრაფული კურო ორმაგად ძლიერდება თუ გვერდით ერთგული კირჩხიბი ყავს. კავშირი განსაკუთრებით ძლიერია, როცა კურო მამაკაცია, ხოლო კირჩხიბი ქალი.
ვერძი და მერწყული
საუკეთესო ასტრო წყვილია. მათი ურთიერთობა სიყვარულსა და ამოუწურავ ენთუზიზმს ეფუძნება. მერწყულიც და ვერძიც შესანიშნავად გრძნობს თავს, როცა გვერდით მსგავსი მისწრაფების ადამიანი ყავს.
ამ გუნდის სიმყარე ვრცელდება არა მარტო ოჯახურ ურთიერთობებზე, არამედ სამსახურეობრივზეც. მათ შეუძლიათ წამოიწყონ და განავითარონ ოჯახური ბიზნესი ისე, რომ არ დააზიანონ პირადი ურთიერთობები…
ასევე დაგაინტერესებთ
ზოდიაქოს 3 ყველაზე მატყუარა და ცბიერი მამაკაცი