მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალს აქვს “ნიჭი” სისხლი გაუშროს მამაკაცს

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალს აქვს “ნიჭი” სისხლი გაუშროს მამაკაცს

by guramus

ტყუპი – ამ ქალის პრობლემა ზედაპირულობაა. მართალია, იგი შეიძლება იყოს ნაზი, ქალური, დახვეწილი, საოცრად მომხიბვლელი და მაცდუნებელი. მაგრამ მას ვერასოდეს დაიჭერს ხელში ვერც ერთი მამაკაცი, ხომ შეუძლებელია ქარი გამოამწყვდიო ქილაში სწორედ იგივე პრობლემაა ტყუპთან.

იგი ყველასია და ამავდროულად – არავისი. ეს კი ნებისმიერ თავმოყვარე მამრს შეულახავს ღირსებას და დაუდაბლებს თვითშეფასებას. ამასთან ერთად, ქალი ტყუპისგან ყველაფერს უნდა ელოდოთ. ღალატს, ფლირტს, თავგადასავლებს. მას იმდენად სძულს რუტინა და ერთფეროვნება, რომ ამ მიზეზით შეუძლია თავს ნებისმეირი უკიდურესობის ჩადენის უფლება მისცეს თუკი მამაკაცი მას მოწყენის საშუალებას აძლევს.

მორიელი – მასთან ურთიერთობა ალბათ ყველაზე მძიმე შემთხვევაა ჩამოთვლილ სამეულს შორის. ქალი მორიელის ყველაზე დიდი ნაკლი მაქსიმალიზმია, რის გამოც მას ძალზე ხშირად უფუჭდება ან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში გადაეზრდება ხოლმე მორიგ პარტნიორთან ურთიერთობა. საქმე იმაშია, რომ მორიელს პალიტრაში არასოდე გააჩნია ე.წ. “ნახევარტონები” – შესაბამისად, მას ან ძალიან უყვარს ვინმე, ან – დასანახავად ეჯავრება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში დისბალანსის მიზეზიც ზუსტად ეს არის მისთვის, იმიტომ რომ მამაკაცისთვის ხშირად მიუღებელია ამ ქალის უკომპრომისობა და სწორხაზოვანი შეხედულებები. გარდა ამისა, არც ერთი მორიელი ქალი არ თმობს ბრძოლის ველს მარტივად და მშვიდობიანად. შესაბამისად, თუკი ურთიერთობა რაღაც მიზეზით ვერ შედგა, ქალი მორიელი ვერაფრით მოისვენებს სანამ “ყოფილს” დამსახურებულ სამაგიეროს არ მიუზღავს. იგი უბრალოდ ზედმეტად სამართლიანია საიმისოდ, რომ დამნაშავე დაუსჯელი დატოვოს.