სასწორი – მისი მინუსი უსაზღვრო შარმი და ქარიზმატულობაა. ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცები ყველას თავბრუს ახვევენ. ამიტომ თუ უკვე მოგინადირათ, ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ მისგან თავი დაიხსნათ.
სასწორი მამაკაცები გადაწყვეტილებას საშინლად ნელა იღებენ. ისინი მუდმივად გადიან კონსულტაციებს მეგობრებთან, ახლობლებთან, ადვოკატთანაც კი.
როგორც ქმარი იგი არასოდესაა უხეში, მაგრამ პერიოდულად მისი ინერტულობა და აბსოლუტური უმოქმედობა აუცილებლად გაგაბრაზებთ. მას არ მოეწონება, თუკი თქვენ ვიზუალურ იმიჯზე გამუდმებით არ იზრუნებთ. აუცილებლად მოგცემთ შენიშვნას მომატებული კილოგრამების ან არეული სახლის გამო.
ბონუსად მიიღებთ ქმარს, რომელიც ”საგარეო სამკაულად” გამოგადგებათ. რა მნიშვნელობა აქვს რა ხდება ოჯახში? სამაგიეროდ, გარშემო მყოფები მუდამ შურის თვალით დაგიწყებენ ცქერას თქვენ – ასეთი მომხიბვლელი, ენაწყლიანი, გალანტური და ნიჭიერი კაცის ცოლს. რომელსაც არასოდეს, არავისთან არაფერი ეშლება.
თხის რქა – გარეგნულად უემოციო, მშვიდია მაგრამ შინაგანად საშინლად ამბიციური და ძალაუფლების მოყვარული მამაკაცია.
თხის რქები საოცრად ჯიუტები და პრინციპულები არიან. ასევე ახასიათებთ კონსერვატიული აზროვნებაც. თხის რქა მამაკაცი პირველობას ითხოვს ყველგან, მათ შორის ოჯახშიც. ამიტომ ყოველთვის შეეცდება, თქვენ როგორც დამხმარე პერსონალს ხმის უფლება ნაკლებად მოგცეთ. ერთპიროვნულად მიიღებს ხოლმე ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ოჯახის მომავალს ეხება. სხვანაირად მას არ წარმოუდგენია ჭეშმარიტი ”ოჯახის უფროსის” კომპეტენცია.
ბონუსად მიიღებთ ქმარს, რომელსაც თუკი აცლით და ”ამოასუნთქებთ” ცხოვრების ბოლოს თქვენი სასიამოვნოდ გაოცება შეუძლია. იმიტომ რომ იგი სხვა მამაკაცებისგან საპირისპიროდ ვითარდება – წლებთან ერთად კი არ ბერდება, ახალგაზრდულ შემართებას იძენს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მისი ერთგულება ოჯახის მიმართ უსაზღვროა, ხოლო თქვენდამი სიყვარული (რომელსაც იგი ენის მოჩლექით ვერ გამოხატავს) სამუდამო და ყოვლისმომცველი.
ასევე დაგაინტერესებთ
ზოდიაქოს ნიშნები რომლებიც მტრად არასოდეს უნდა გადაიკიდოთ