ასტროლოგებს შორის ხშირად მიდის დავა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშანი წარმოშობს ყველაზე მომხიბველ და ლამაზ ქალბატონებს.
თუმცა მიჩნეულია, რომ ვიზუალურ მონაცემებზე მზის ზოდიაქოს ნიშნის გარდა კიდევ ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის ასცენდენტი – იგივე ინდივიდუალური ნიშანი, რომელიც ადამიანის დაბადების მომენტშია ცაზე დომინანტი.
თუმცა, არსებობს გარკვეული და ძალზე საინტერესო სტატისტიკა იმის შესახებ თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ლამაზმანები ყველაზე დიდი დოზით.
პირველ ადგილზე ამ მხრივ ტყუპია 97% (მერილინ მონრო, ანჯელინა ჯოლი, ნატალი პორტმანი, ლიზ ჰარლი, ადრიანა ლიმა)
მეორე საპატიო ადგილი ერგოთ სასწორებს 88% (მონიკა ბელუჩი, ქეით უინსლეთი, მარიონ კოტიარი, ნაომი უოთსი, ალისია სილვერსთოუნი);
მესამე ადგილის მფლობელები მერწყული ქალები გახდნენ 78% (დენის რიჩარდსი, ჯენიფერ ენისტონი, ილსა ფიშერი, კერი ვოშინგტონი);
მეოთხე ადგილზე არიან ვერძი ქალბატონები 73% (კირა ნაიტლი, ემა უოთსონი, ქეით ჰადსონი, სარა მიშელ-გელარი);
მეხუთე ადგილი კირჩხიბებს ერგოთ70 % (მერილ სტრიპი, სოფია ვერგარა, ჟიზელ ბიუნდჰენი, დაიან კრუგერი, ლივ ტაილერი);
მეექვსე ადგილს მორიელები იკავებენ 67% (სკარლეტ იოჰანსონი, რეიჩელ მაკ ადამსი, ჯულია რობერთსი, კეტი პერი, დემი მური);
მეშვიდე ადგილი ქალწულისაა 62% (ბლეიქ ლავლი, კამერონ დიასი, ლეა მიჩელი, ბიონსე, მიშელ უილიამსი);
მერვე ადგილზე არიან ლომი ქალები 60% (ჯენიფერ ლოურენსი, ჰოლი ბერი, ჯენიფერ ლოპესი, მილა კუნისი, მადონა);
დაბოლოს, დარჩენილი ადგილები შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით გადაინაწილეს მშვილდოსნებმა – მეცხრე ადგილი (ამანდა სიგფრიდი, ელაიშა ქათბერდი, კეტრინ ჰეიგლი, ჯულიანა მური). კუროებმა მეათე ადგილი დაიკავეს (კირსტენ დანსტი, მეგან ფოქსი, ქეით ბლანშეტი).
თხის რქებმა – მეთერთმეტე (სიენა მილერი, კეით ბოსვორთი, ჯულია ორმონდი, ირინა შეიკი); თევზებმა კი სულ ბოლო მეთორმეტე ადგილი დაიკავეს (რიანა, ჯესიკა ბილი, დრიუ ბერიმორი, ევა მენდესი).