1 . ვერძი – თქვენ მარტო ყოფნა არ გეხერხებათ, რადგან გგონიათ, რომ ვინც კი იყო, ყველას შეხვდით და გაიცანით, ამის გამო ახლა აღარავინ გაინტერესებთ. ცხოვრება თქვენთვის ხანდახან უფერული ხდება, ფიქრობთ რომ შეიცვალოთ ადგილმდებარეობა და დაიწყოთ ახალი ცხოვრება ახალ პარტნიორებთან, მაგრამ რამდენჯერაც ამას იზამთ, რაღაც დონით მაინც გაგიცრუვდებათ იმედები.
2 . ლომი – თქვენ ყურადღება გჭირდებათ, თანაც მუდმივი, ამიტომ ხართ “ცუდი” მარტოხელა. ისეთი ადამიანის პოვნა მართლაც რომ რთულია, რომელიც მუდმივად კომპლიმენტებით აგავსებთ და ყურადღების ცენტრში ეყოლებით. ბოლოს სიტუაცია ისე შემობრუნდება ხოლმე, რომ თქვენვე აძლევთ თქვენს თავს იმ სიყვარულს და ყურადღებას, რაც გჭირდებათ. ამიტომაც გეძახიან ეგოისტს.
3 . მორიელი – თქვენც არ ხართ კარგი მარტოხელა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ დღევანდელი ურთიერთობების სტანდარტები არ მოგწონთ და არც ის ხალხი მოგწონთ, ვინც ამ წესებით თამაშობთ. ეძებთ ადამიანს, რომელიც ზუსტად თქვენნაირი აზროვნებისაა, მაგრამ მისი პოვნა საკმაოდ ჭირს. თუ იპოვით, ალბათ ისიც მორიელი იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ – 3 იდალური ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით