მეგობრობა უდიდესი გრძნობაა ადამიანში. ყველა სულიერმა არსებამ იცის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გვერდით გყავდეს სანდო პიროვნება, რომელსაც ჭირშიც და ლხინშიც ენდობი, საკუთარი გულის კარებს გაუღებ და უფლებას მისცემ დაიდოს ბინა.
ასეთი ნდობის მინიჭება არც ისე მარტივია. კარგი მეგობრის შერჩევა ძალიან რთულია. ასტროლოგების აზრით, ადამიანში მეგობრობის უნარს ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს. ყველას ხომ არ აქვს იმის უნარი იყოს იდეალური მეგობარი? საჭიროა ხასიათის განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც დაბადებიდან უნდა გვქონდეს.
მესამე ადგილას ასტროლოგები მერწყულს ასახელებენ. ნუ გაგიკვირდებათ მისი სამეულში დანახვა. მერწყული, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი, კაცთმოყვარე და ყველაზე უკონფლიქტო ნიშანია, იდეალური მეგობარი შეიძლება გახდეს.
მერწყულს არ ჰყავს ბევრი ნამდვილი მეგობარი. მისთვის მეგობრობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველას ვერ უწოდებს მეგობარს. მერწყულს ჰყავს უზარმაზარი სანაცნობო წრე. ყველას იცნობს, ყველა უყვარს, მაგრამ ჰყავს ძალიან ცოტა ნამდვილი მეგობარი.
ნამდვილი მეგობრობა მერწყულისთვის ყველაზე წმინდაა. და ვაი იმას, ვინც მერწყულის მეგობარს რაიმეს დაუშავებს. მაშინ იხილავს ყველაზე სასტიკ არსებას დედამიწის ზურგზე. მერწყული ნებისმიერი გზით შეეცდება დაიცვას საყვარელი ადამიანი. არც ჩხუბს მოერიდება, არც ბრძოლას.
მეორე ადგილას კირჩხიბი გავიდა. გასაკვირი არც არის მისი სამეულში მოხვედრა. კირჩხიბი ხომ ყველასთან მზრუნველი, მოსიყვარულე და თბილია. მისთვის ურთიერთობა და სიყვარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კირჩხიბი საყვარელი ადამიანის მიმართ დედობრივ მზრუნველობას გრძნობს.
კირჩხიბის მეგობარს თუ ახლებთ ხელს, ჩათვალეთ უსასტიკეს მტერს გაიჩენთ. იგი ძალიან მშვიდად, ცივი გონებით იმოქმედებს. დასახავს თქვენი განადგურების გეგმას და აუცილებლად მოიყვანს სისრულეში. ამ ყველაფერს ისე გააკეთებს, რომ ვერც მიხვდებით ვინ მოგიღოთ ბოლო.
პირველი ადგილი მორიელს ერგო. თავშივე გეტყვით, რომ მორიელი ყველაზე საშიში მტრების სათავეშიც არის და გირჩევთ მისგან თავი შორს დაიჭიროთ. იგი სრულყოფილი მტერია. მშვიდად, ცივი გონებით ადგენს ომის გეგმას და იმდენად უნიკალურს, რომ მისი წესებით გიწევთ თამაში. ამ დროს უკვე განწირული ხართ. კირჩხიბისგან განსხვავებით, მორიელი მშვიდად გაგანადგურებთ და ბოლოს სიამაყით მოგახლით პირში ყველაფერს. მას დამალვა არ სჩვევია.
მორიელისთვის მეგობრობა რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავს. იგი ბავშვობიდანვე არჩევს საუკეთესო მეგობრებს და სიცოცხლის ბოლომდე ცდილობს მათ შენარჩუნებას. დარწმუნებული იყავით, რომ თუ მორიელმა მეგობრობა შემოგფიცათ, თავისი მიზეზით არასოდეს დაგშორდებათ. მთავარია თქვენ არ მიჰქაროთ რამე.