მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს 5 ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი ქალი

ზოდიაქოს 5 ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი ქალი

by guramus

ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ნიშანი ძალიან ხშირად განაპირობებს ადამიანის გემოვნებას და დახვეწილობას.

კარგად ჩაცმა არის უნარი, ნიჭი, რომელიც ყველას არ აქვს. ამ სტატიაში მოყვანილი 5-ვე ნიშანი დაბადებიდან დაჯილდოებულია უნარით, იყოს ყველაზე გემოვნებიანი, მიმზიდველი და გლამურული.

ტყუპები

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალი იშვიათად ხმარობს კოსმეტიკას და უპირატესობას თავისუფალ სტილს ანიჭებს. მისთვის უცხოა ზედმეტად გადატვირთული ტანსაცმელი. მასში ქალურობა და შარმი იმდენად დიდი დოზით არის, რომ უბრალო სამოსშიც ძალიან მიმზიდველი და სექსუალურია.

ტყუპ ქალს უყვარს კომფორტი. ამიტომ მის გარდერობში უხვად მოიძებნება მაისურები, მოკლე ქვედაბოლოები, კედები და ა.შ.

ლომი

მასზე ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. ლომი ქალი არის თვითონ მოდა, გემოვნება, ვნება. მისთვის კოსმოსმა ყველაფერი კარგი გაიმეტა. უნიკალური სახის კანი, სხეულის ფორმები, მორჩილი წელი და თეძოები ნამდვილ დედოფლად აქცევს.

ხოდა ამ სხეულის პატრონს ყველაფერი რომ მოუხდება, რა გასაკვირია. ლომ ქალს ძალიან მოსწონს მდიდრული სამოსი. იგი ფულს არასოდეს ზოგავს შოპინგისას. ლომის გარდერობში ყველა ტიპის ტანსაცმელს ნახავთ. მან ხომ შესანიშნავად იცის სად რა უნდა ჩაიცვას.

სასწორი

ყველაზე ქალური ქალია ზოდიაქოს ნიშნებში. მის დახვეწილობას, სინაზეს და გლამურს საზღვარი არ აქვს. მას ხომ პლანეტა ვენერა მფარველობს.

სასწორს ფერებისა და სტილის შერჩევის შესანიშნავი უნარი აქვს. იგი თითოეულ დეტალს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, დაწყებული პატარა აქსესუარით და დამთავრებული ფეხსაცმელით და ვარცხნილობით.

სასწორს ძალიან მოსწონს მხიარული ფერები, ამიტომ მის გარდერობში ცისარტყელას ყველა ფერს აღმოაჩენთ.

ვერძი

ექსპერიმენტების მოყვარულია და ხშირად ამართლებს მისი სიახლეები. ვერძი ქალები ხშირად მოდისა და სტილის კანონმდებლებად გვევლინებიან.

პლანეტა მარსით მართული ვერძი ცოტა მკაცრ სტილს ანიჭებს უპირატესობას. ამასთანავე მისთვის არანაირ კომპლექსს არ წარმოადგენს თამამი ჩაცმულობა. ამის გამო, ხშირად ხვდება სხვა სუსტი სქესის წარმომადგენლების მხრიდან გაკიცხვის საგანი, მაგრამ მამაკაცებს ძალიან იზიდავთ.

თევზები

ქალური, დახვეწილი, ნაზია. ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი ქალი. არ აქვს მნიშვნელობა მსუქანია თუ გამხდარი, ქალი თევზი ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყურება ქალურად და მომხიბვლელად. მას ოსტატურად ეხერხება ერთი შეხედვით უბრალო აქსესუარების დახმარებით – იქნება ეს შარფი, ბროში, ყელსაბამი თუ სათვალე, შექმნას განუმეორებელი იმიჯი და სხვებისგან გამოირჩეოდეს საკუთარი ვიზუალით.

თევზები ნებისმიერ სამოსში გრძნობენ თავს კომფორტულად, მაგრამ განსაკუთრებით მოსწონთ რბილი, სრიალა, მორჩილი სამოსი.