დღეს მინდა გესაუბროთ იმ 3 ზოდიაქოზე, რომელიც ყველაზე მეტი ზიზღით სარგებლობს მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლებისგან. რატომ ხდება ეს? წაიკითხეთ და გამოთქვით საკუთარი აზრი.
მორიელი – ალბათ არ გაგიკვირდებათ, რადგან მორიელი თავისი მანიპულირებადი და ეგოისტური ბუნებით ხშირად აძულებს თავს ადამიანებს, განსაკუთრებით კი მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლებს, რადგან მისი “გესლიანობა” სწორედ მათთან ვლინდება ყველაზე მეტად. თუ გყოლიათ მორიელი შეყვარებული, ალბათ კარგად გესმით, რატომ ვამბობ ამას.
ვერძი – ეს ზოდიაქოს ნიშანი ორი მთავარი მიზეზის გამო ეზიზღებათ. პირველი არის ეგოიზმი. მას ძირითადად თავისი თავი და სურვილები აინტერესებს, რის გამოც პარტნიორს ნაკლებად ითვალისწინებს და ჩრდილში ამყოფებს. მეორე არის წარმატებული კარიერა. შეუძლიათ დაუფიქრებლად შესწირონ ნებისმიერი ურთიერთობა თავიანთ კარიერას.