არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვის დროსაც ძილზეც და ჭამაზეც უარს ვამბობთ, რათა არ დავკარგოთ დრო და რაც შეიძლება სწრაფად მივიდეთ ფინალამდე.
ჯენიუსი გთავაზობთ 8 თანამედროვე წიგნს, რომელიც ნამდვილად დაატყვევებს თქვენს გონებას და ძილსაც კი დაგავიწყებთ.
1. ჯორჯ მარტინი – სატახტოთა თამაში
ჯორჯ მარტინს “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა” ჯერაც არ დაუსრულებია, მაგრამ მისი ნაწარმოები უკვე კლასიკადაა ქცეული. აღტაცებული რეცენზიები, მილიონობით თაყვანისმცემელი, მის მოტივებზე გადაღებული სერიალი – ეს მხოლოდ იმ უბრალო ფაქტის დასტურია, რომ მკითხველი ვერ შეძლებს მარტინის წიგნების შუა გზაზე მიტოვებას. ასე რომ, გადადეთ ყველა საქმე, მოხერხებულად მოეწყვეთ, შემოაღეთ შვიდი სამეგოს კარი და ჩაერთეთ “სატახტოთა თამაშში”!
2. გილიან ფლინი – გაუჩინარებული ქალი
ეს ამბავი `იმ დღეს იწყება`
”იმ დღეს ” ვაჟი კარგავს ქალს. ქალი მისი ცოლია. ცნობილი მწერლების ნებიერა ქალიშვილი. პოლიციელი ცდილობს, გაუჩინარების მიზეზები ამოხსნას. მალე ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება. თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება…
როგორც ყველა წიგნი, ეს ნაწარმოებიც მთავრდება ათი თვის, ორი კვირისა და ექვსი დღის შემდეგ`. ოღონდ არ მთავრდება მკითხველის გონებაში, შეგრძნებებში. რატომ? ამის გარკვევის ბედნიერება თქვენ ახლა ხელთ გაქვთ.
3. კაზუო იშიგურო – არასოდეს გამიშვა
კაზუო იშიგურო იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალია. იგი 1954 წლის 8 ნოემბერს დაიბადა იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში. 1960 წელს მისი ოჯახი ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ლიტერატურული კარიერა 1981 წელს დაიწყო სამი მოთხრობის გამოქვეყნებით. 1983 წელს, თავისი პირველი რომანის გამოქვეყნებიდან სულ მალე, გრანტზე წარადგინეს, როგორც „ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელი მწერალი“. რომანს ერქვა „იქ, საიდანაც გორაკები ჩანს“. ასეთივე წამახალისებელი ჯილდო მიიღო მიღწევებისთვის 1993 წელს. შემდეგი რომანები იყო „წებოვანი სამყაროს მხატვარი“, „დღის ნარჩენი“, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ იაპონელმა დაწერა „XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინგლისური რომანი“. მას ჯოზეფ კონრადსა და ვლადიმირ ნაბოკოვს ადარებდნენ. ამ რომანის მიხედვით საკმაოდ წარმატებული ფილმი გადაიღეს, რომელშიც ენტონი ჰოპკინსი და ემა ტომპსონი მონაწილეობდნენ. უფრო დიდი წარმატება მოჰყვა მისი რომანის „არასოდეს გამიშვას“ ეკრანიზებას, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა აქცია ფილმად და არც შემცდარა – იგი ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურ კინოფილმად აღიარეს. „არასოდეს გამიშვა“ ჯერჯერობით მისი უკანასკნელი რომანია, რომელიც 2005 წელს დაწერა. ეს რომანი ჟურნალმა „ტაიმმა“ ყველა დროის 100 საუკეთესო ინგლისურ რომანს შორის დაასახელა. „არასოდეს გამიშვა“ ასევე წარდგენილი იყო ბუკერის პრემიაზე. კაზუო იშიგუროს ნაწარმოებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
4. მარკუს ზუზაკი – წიგნის ქურდი
1939, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნერს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. მარკუს ზუზაკი ავსტრალიელი მწერალია. მისი ოჯახი იქ ავსტრიის დატოვების შემდეგ დასახლდა. „წიგნის ქურდის“ მთავარი გმირის, ლიზელის დედობილ-მამობილის მსგავსად, ავტორის დედა გერმანელია, მამა მღებავად მუშაობდა. მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ – იმ ქალაქში მარკუსის დედა ცხოვრობდა. მოგვიანებით მწერალი იტყვის: „ბავშვობაში მოსმენილი ამბები მახსენებდა, საიდან ვარ და ვინ ვარ. ჩემი მშობლების განვლილი გზა, მათი მხნეობის მაგალითი და ბრძოლა გადარჩენისა და უკეთესი ცხოვრებისათვის წარმატების საფუძვლად მექცა. რა იქნებოდა თითოეული ჩვენგანი ისტორიის, წარსულის გარეშე“. ომის დროინდელი ბიოგრაფიები მარკუს ზუზაკმა თავის რომანებში გააცოცხლა. ახალგაზრდა მწერალი უკვე ექვსი რომანის ავტორია, მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სწორედ „წიგნის ქურდია“.
5. იენ მაკიუენი – მონანიება
რომანი, რომელიც მოგვითხრობს ამბავს ბრაინი ტალისის საშინელი შეცდომის შესახებ და თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა სესილია ტალისის, რობი ტერნერისა და თავად მის ცხოვრებას სამუდამოდ და გამომდინარე აქედან თუ როგორი ძალისხმევა სჭირდება მას, რათა მოინანიოს.
6. კარლოს ლუის საფონი – ქარის აჩრდილი
საფონის რომანმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა ესპანეთში და მხოლოდ დონ კიხოტს ვერ აჯობა.. ქარის აჩრდილი
ბარსელონას ეხება და საფონის შესანიშნავი თხრობის სტილით ადვილად ატყვევებს მკითხველის გულს.
7. დევიდ მიტჩელი – ღრუბლიანი ატლასი
მიტჩელის რომანის „გადაყლაპვა“ ნაჩქარევად არ შეიძლება. მისით უნდა დატკბეთ, როგორც არაჩვეულებრივი სიმფონიით, ექვსი ინსტრუმენტის იდეალური ჟღერადობით, როგორც ერთი სულის ექვსი სიცოცხლე.ეს არის წიგნი, რომელსაც თითოეული მკითხველი თავისებურად გაიგებს – მოზაიკას ჰგავს, რომლითაც სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა სურათებს აწყობს. ჯადოსნობა? ეჭვგარეშეა. სიტყვის მაგია სახეზეა.
8. ნილ გეიმანი – ამერიკელი ღმერთები
ღმერთები არსებობენ იმის ხარჯზე რომ ხალხს მათი ჯერა და ეთაყვანებიან, ამერიკაში სადაც რწმენა ძველი რელიგიებისადმი ქრება ძველი ღმერთები სუსტდებიან ხოლო ახალი ღმერთები კომპიუტერი, ტელევიზორი, ნარკოტიკი, ფინანსები, და სხვა მხოლოდ იკრებენ ძალას, ძველ და ახალ ღმერთებს შორის ომი მწიფდება, ამ დროს ციხიდან გამოდის Shadow Moon, რომელიც მიზეზების და გამო ხდება საიდუმლოების ბურუსით მოცული პირის ბატონი ოთხაშაბათის (Mr Wednesday) პირადი მცველი, მოგვიანებით ჩვენ შევიტყობთ რომ ბატონი ოთხშაბათი თვით ვიკინგების მთავარი ღვთაება ოდინია, მან განიზრახა მთელს ამერიკაში ყველა ძველი ღმერთის გაერთიანება ახალი ღმერთების დასამარცხებლად. აქ უნდა ავღნიშნო სლავური მითოლოგიის უარყოფითი ღვთაება ჩერნობოგი და Mr Nancy, იგივე აფრიკული ღვთაება ანანსი რომლებიც ხშირად ჩდებიან Shadow Moon-თან და ოდინთან ერთად.
წიგნში მთავარი ხაზის გარდა არის პარალელური ხაზებიც მაგალითად როგორია ძველი ღმერთების სიცოცხლე დღევანდელ ამერიკაში, ზოგი ღვთაება პროსტიტუციას მისდევს ზოგი ტაქსისტობს რომ გადარჩეს.