ვერძი – არ გაბედოთ მათთვის საკრედიტო ბარათის მიცემა. ვერძები მთელ ბიუჯეტს 1 წუთში ანადგურებენ.
კურო – ვერძზე ნაკლებად მფლანგველია, მაგრამ კუროსაც უყვარს ფულის ხარჯვა. კუროები ინვესტირებაზეც ფიქრობენ.
ტყუპები – 50%-ით მფლანგველები არიან. ზოგჯერ მთელ ფულს ხარჯავენ, ზოგჯერ კი კაპიკს ვერ დაახარჯინებთ.
კირჩხიბი – მათ ფულის ხარჯვა საერთოდ არ უყვართ. ბუნებაში ვერ ნახავთ კირჩხიბს, რომელიც ფულს უაზრო ნივთებში დახარჯავს.
ლომი – მათ მდიდრული ნივთები უყვართ, ამიტომ ფულს არასოდეს ზოგავენ მათ შესაძენად.
ქალწული – წარმოუდგენელია მფლანგველი ქალწულის არსებობა. ყველა ქალწული ბუნებით ძუნწია.
სასწორი – გიჟდებიან ფულის ხარჯვაზე. განსაკუთრებით არ ენანებათ ფული, როცა საქმე გართობას და პირად სიამოვნებას ეხება.
მორიელი – მათ ფინანსებს ვერავინ აკონტროლებს. მორიელები საშინლად ძუნწები არიან და ფულის შენახვა წარმატებით შეუძლიათ.
მშვილდოსანი – მათი ფლანგვის ხარისხი ასაკთან ერთად იცვლება. ახალგაზრდობაში მეტად მფლანგველები არიან და რაც უფრო ემატებათ ასაკი, მეტად ძუნწები ხდებიან.
თხის რქა – მათ ფულის მართვა შეუძლიათ. თხის რქები არასოდეს კარგავენ კონტროლს საკუთარ ბიუჯეტზე.
მერწყული – კრედიტები და სესხები მათთვის არის მოგონილი. მერწყულებს მოსწონთ, როცა ხარჯავენ და არ ფიქრობენ, როდის ამოეწურებათ ბიუჯეტი.
თევზები – შეგიძლიათ თამამად ანდოთ მათ თქვენი დანაზოგი. თევზები საუკეთესო ყულაბაა. 1 თეთრიც კი არ დაგეკარგებათ.