გამუდმებით არის საუბარი, თუ რა ფერის სამოსია წელს მოდაში. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ამბობენ, რომ მოდაშია ის ფერი, რომელიც ადამიანს უხდება. ასტროლოგები კი გამოყოფენ ფერებს, რომლებიც განსაკუთრებით უხდებათ ზოდიაქოს ნიშნებს.
სტატიაში მოცემულია ინფორმაცია, თუ რა ფერის სამოსი უხდებათ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს:
ვერძი – ვერძს ძალიან უხდება მუქი შინდისფერი და იასამნისფერი სამოსი. ასეთ სამოსში გამოწყობილი ვერძი მმხიბვლელი და, ამავე დროს, დახვეწილია.
კურო – კუროს განსაკუთრებით მწვანე ფერის სამოსი უხდება. ეს შეიძლება იყოს ჭაობისფერი ან სალათისფერი. კუროს, ზოგადად, ძალიან უყვარს ფერადი სამოსი, რაც მისი ფერადი ხასიათიდან გამომდინარეობს.
ტყუპები – ჰაერის პირველ ნიშანს ძალიან უყვარს ღია ლურჯი და იისფერი სამოსი, რაც ძალიანაც უხდება.
კირჩხიბი – კირჩხიბისთვის იდეალური ფერი თეთრია. იგი თავს ყველაზე კომფორტულად თეთრ სამოსში გრძნობს
ლომი – ნარინჯისფერი და ჩალისფერი, ეს ის ფერებია, რომელიც ლომის კარადაში დომინანტობს.
ქალწული- ქალწულს უყვარს ღია იისფერი და ცისფერი. ამ ფერის სამოსი ძალიან კომფორტული და სოლიდურია ქალწულისთვის.
სასწორი – სასწორს პასტელური ფერები უყვარს. სასწორი იმდენად ფერად სამოსს ატარებს, რომ მეგობრები ხუმრობით ცისარტყელას ეძახიან
მორიელი- მწვანე, ცისფერი და მუქი წითელი – მორიელს მოსწონს, როდესაც მისი სამოსი ამ ფერების შტრიხებითაა გაწყობილი. ეს სამი ფერი მისთვის ყველაზე ახლოსაა. შეიძლება მთლიანი სამოსი არ იყოს ამ ფერის, თუმცა მორიელისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაიმდე დეტალი მაინც ჰქონდეს სამოსს ასეთი ფერის.
მშვილდოსანი – რთულია თქვა, რომელი ფერის სამოსი მოსწონს მშვილდოსანს. სამოსის ფერი დამოკიდებულია მის ხასიათსა და განწყობაზე. თუმცა, როგორც წესი, მშვილდოსანი ღია ფერის სამოსს ატარებს. მას არ უყვარს, როდესაც მისი სამოსი “ანათებს”.
თხის რქა – ეს ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ფრაზას: “შავი ყოველთვის ელეგანტურია”. თხის რქა ყველაზე მეტად იხდენს შავი ფერის სამოსს
მერწყული – შემოდგომის ფერებში გამოწყობილი მერწყული ყველაზე მიმზიდველია.
თევზები – თევზებს მოსწონს და უხდება ფერები, რომლებიც ზღვასთანაა დაკავშირებული.