არომატული, ძლიერი და, თან, ასეთი შეუთავსებელი! ყავის სარგებელსა და ზიანზე ყველა კამათობს, ვისაც არ ეზარება. თუმცა, დამეთანხმებით, ვერაფერი გადაწყვეტს კამათს ისე, როგორც მეცნიერება.
ის კი ამტკიცებს კიდევაც, რომ ყავის დალევა შეიძლება და საჭიროა კიდევაც – ზომიერად, რაღა თქმა უნდა.
გლუვი კანი, ძლიერი სისხლძარღვები და სახსრები: გააგრძელეთ კითხვა, გაიგეთ, როგორ მოქმედებს ყავა ჩვენს ორგანიზმზე.
1. ამცირებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების გაჩენის რისკს
ტამპში, ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ცენტრში, ამერიკელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ კოფეინისშემცველი სასმელები ამცირებს ამ დაავადების გაჩენის რისკს 65 %-ით. ამისთვის აუცილებელია დღეში 1-3 ფინჯანი ყავის მიღება.
სანტა-კატარინის უნივერსიტეტის ბრაზილიელმა მეცნიერებმა კი დაასკვნეს, რომ ყავამანები პარკინსონის დაავადებით 20% უფრო იშვიათად ავადდებიან, ვიდრე დანარჩენები.
2. ამცირებს ღვიძლის ცეროზის განვითარების რისკს
მარიო ნეგრის ფარმაკოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეისწავლეს ყავის ზემოქმედება ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებაზე და დაადგინეს: აღნიშნული სასმლის რეგულარული მოხმარება ღვიძლის ცეროზის გაჩენის რისკს ორჯერ ამცირებს.
3. აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
დიახ, დიახ, დროა, ყავის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ძველი მითი დაიმსხვრეს.
სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ჰარვარდის სკოლისა და ბრიგჰემის ქალთა საავადმყოფოს სწავლულებმა დაამტკიცეს: დღეში 3-5 ფინჯანი ყავის მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს 3-ჯერ.
4. ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს
ХХ საუკუნეში მეცნიერები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ყავა მავნეა ჯანმრთელობისთვის და კიბოს იწვევს. თუმცა, ეს უბრალო მოსაზრდება აღმოჩნდა.
მარიო ნეგრის ეპიდომოლოგიური დეპარტამენტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ყავის მოყვარულებში პროსტატისა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნის გაჩენის რისკი გაცილებით დაბალია.
5. ხელს უშლის მე-2-ე ტიპის დიაბეტის გაჩენას
ადრე ჩვენ გვაშინებდნენ იმით, რომ ყავას შაქრიანი დიაბეტის გამოწვევა შეუძლია. თუმცა, ოდენსეს, ორხუსკის უნივერსიტეტებისა და ორხუსკის უნივერსიტეტის საავადმყოფოს სწავლულებმა საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს.
კაფესტოლის წყალობით, რომელიც აღნიშნული სასმლის შემადგენლობაში შედის, კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს მეტ ინსულინს მასზე გლუკოზის ზემოქმედების მომენტში.
სწორედ ამიტომ, ის, ვინც რეგულარულად სვამს ყავას, უფრო იშვიათად ხდება მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული.
6. უფრთხილდება სახსრებსა და ნაღვლის ბუშტს
ყავა აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ასტიმულირებს სისხლიდან შარდის მჟავის გამოყოფას, რითიც ხელს უშლის პოდაგრის განვითარებას. ეს ფაქტი ბრიგჰემის ქალთა საავადმყოფოს სწავლულებმა დაამტკიცეს ჰარვარდის მედიცინის სკოლასთან ერთად.
კოფეინი ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენას. ამერიკელმა მედიკოსმა, სკოტ გოტლიბმა დაადგინა, რომ დღეში ყავის 1-3 ფინჯნის მიღება ამცირებს ამ დაავადების რისკს 4 %-თ, 3-5 ფინჯანი კი მთელი 45%-ით.
7. აუმჯობესებს კუნთოვან ძალას და კოორდინაციას
კოვენტრის უნივერსიტეტის სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ კოფეინი აუმჯობესებს ადამიანის ამტანობას, ზრდის კუნთოვან ძალას, ამცირებს დაცემისას მოტეხილობისა და ღრძობის რისკებს.
სწორედ ამის წყალობით, ყავის მიღება რეკომენდებულია ხნიერი ადამიანებისთვის.
8. გათავისუფლებთ ნაოჭებისგან და აახალგაზრდავებს ორგანიზმს
ესპანელმა მეცნიერებმა, გრანადის უნივერსიტეტიდან, დაადგინეს, რომ ყავა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც, ვიტამინ С-სთან შედარებით, 500-ჯერ უფრო ძლიერია.
კორეის ქალთა უნივერსიტეტის სწავლულების მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ყავის ექსტრაქტი აგლუვებს ნაოჭებს, კოლაგენს ინახავს უჯრედებში, რითად ორგანიზმს ხელს უშლის სითხის დაკარგვას. შედეგად, ყავამანები უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან მათ ასაკთან შედარებით.
ყავის ექსტრაქტის დამზადება სახლშიც შეგიძლიათ. მის შემადგენლობაში შედის ხსნადი ყავა, წყალი და შაქარი. ეს კონცენტრატი შესანიშნავი დანამატია კოქტეილების, დესერტების, ნაყინისა და ტორტებისთვის.
9. ყავა – დღეგრძელების სასმელი
დოქტორებმა, მერფიმ და გიუნტერმა შეისწავლეს სიკვდილიანობის დონე ევროპის 10 ქვეყანაში და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყავის მოყვარულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ.
ასევე, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ამ ბონუსით სარგებლობა მწეველებსაც შეუძლიათ, რადგან მოწევა არ ამცირებს ეფექტის ძალას.