ჰიპერტონია და ჰიპერტენზია სისხლის მომატებული წნევაა. განსხვავება ისაა, რომ ჰიპერტონია დამოუკიდებელი დაავადებაა, ჰიპერტენზია კი სხვა პათოლოგიისგან გამოწვეული სიმპტომია.
ამიტომაც, აუცილებელია როგორც პირველადი მიზეზის, ისე ჰიპერტნეზიის აღმოფხვრა.
ჰიპერტონია სერიოზული დაავადებაა და მისი უგულებელყოფით ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევთ, განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, მათ შორის, გულის შეტევასაც.
მომატებული სისხლის წნევა, ჩვეულებრივ, რეგულირდება პრეპარატებითა და წამლებით, რომლებსაც სპეციალისტი უნიშნავს პაციენტებს.
თუმცა, ამ პრეპარატების უმეტესობას გააჩნია გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები, რომლებიც ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს გაგიჩენთ.
თქვენ არაფერს დაკარგავთ, თუ გამოცდით იმ საშუალებებს მაღალი წნევის წინააღმდეგ, რომლებიც ბუნებამ გვიბოძა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 4 ნატურალურ პროდუქტს, რომლებიც წნევას სწრაფად დაგირეგულირებთ:
1. ბანანი
ბანანი კალიუმის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა, რომელიც იდეალური საშუალებაა არტერიული წნევის შესამცირებლად. ამისთვის, თქვენ დღეში 2 ბანანი უნდა მიირთვათ;
2. ლიმონის წვენი
ლიმონი თქვენს სისხლძარღვებზე მომადუნებელ გავლენას ახდენს, ატენიანებს თქვენს სხეულს, იცავს არტერიის კედლებს და ამდიდრებს სხვადასხვა ვიტამინითა და მინერალით, რომელიც დადებითად მოქმედებს საერთო ჯანმრთელობაზე.
გაავსეთ ჭიქა თბილი წყლით და დაუმატეთ 1-2 ს/კ ახალდაწურული ლიმონის წვენი. მიიღეთ ეს სასმელი ყოველ დილით, საუზმის შემდეგ, სისხლის წნევის დასარეგულირებლად.
3. ნიორი
ნიორი სისხლის მაღალი წნევის დასაწევ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ვინაიდან იგი შეიცავს გოგირდოვან ნაერთებს: ალიცინს, დიალილდისულფიდსა და დიალილტრისულფიდს, რომლებიც აძლიერებს აზოტის ოქსიდის გამოყოფას.
მიიღეთ დღეში 2 კბილი ნიორი მაინც და თქვენი წნევა მუდმივად ნორმაში იქნება.
4. სოდა და ძმარი
ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის ძმარი და საკვები სოდა. ამისთვის საჭიროა დღეში ორჯერ მიიღოთ 1/8 ჩ/კ სოდისა და 1 ჩ/კ ვაშლის ძმრის ნარევი მცირეოდენ წყალთან.
ვაშლის ძმარი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმსა და სხვა მკვებავი ნივთიერებების მთელ რიგს, რომლებიც იცავს თქვენი არტერიის კედლებს, ამავდროულად კი, საკვები სოდა ატუტოვანებს თქვენს სხეულს და არეგულირებს სისხლის წნევას.
ამ ნარევების გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.