ჩვენი სხეული ყოველდღე ხდება მავნე ფაქტორების ზემოქმედების მსხვერპლი. ყველაზე მეტად ზიანდება სხეულის ღია მონაკვეთები – კანი და, რაღა თქმა უნდა, თმა. როცა თავის კანი ზიანდება, ჩვენ გვეწყება თმის სხვადასხვა პრობლემა: ზოგჯერ იგი მეტისმეტად ცხიმიანდება, ზოგჯერ კი ჩნდება ქერტლი ან უბრალოდ ცვენას იწყებს.
თმები მეტისმეტად დელიკატურია და კლიმატის მცირედი ცვლილებებიც კი მნიშვნელოვნად მოქმედებს მათზე. როგორც სხვა ნებისმიერი ორგანო, თმებმაც უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები ელემენტები, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.
ამიტომ ვამბობთ, რომ ჯანმრთელი თმები შესანიშნავი კვების, ასაკის, შესაბამის კლიმატისა და ჰორმონალური ბალანსის შეხამებაა.
ჩვენ წარმოგიდგენთ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ თმების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში:
ინგრედიენტები:
• ინბირის ბოლქვი;
• 1 ს/კ ზეითუნის ზეთი;
• 1 ს/კ თაფლი.
მომზადების წესი:
დახეხეთ ინბირი და დაწურეთ მისგან წვენი. შემდეგ შეურიეთ იგი სხვა ინგრედიენტებს და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ეს საშუალება კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ: წაისვით მიღებული მასა ნოტიო თმებზე, დაიხურეთ საშხაპე წუდი ან პოლიეთილენის პარკი, შეიხვიეთ პირსახოცით და გაიჩერეთ 40 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი და დაიბანეთ თმები ჩვეულებრივი შამპუნით.
ინბირის ნიღბის გამოყენებით, თმა იღებს ყველა იმ საჭირო ნივთიერებასა და სარგებელს, რომელიც სჭირდება. მათ შორის:
• აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში;
• ასტიმულირებს თმის ზრდას;
• წყვეტს თმისცვენას;
• ამკვრივებს თმებს;
• აქრობს ქერტლს.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ სარგებლისა, რომელიც ზემოაღნიშნულ ნიღაბს მოაქვს თმისთვის.
გამოიყენეთ ეს ექსტრაქტი ახლავე და შედეგს პირველი გამოყენებისთანავე შეამჩნევთ.