მთავარი გასართობი საინტერესო ფაქტები, რომელთა დაგუგვლა აზრადაც არ მოგივიდოდათ

საინტერესო ფაქტები, რომელთა დაგუგვლა აზრადაც არ მოგივიდოდათ

by guramus
ფაქტი 1. მეცნიერებმა დაადგინეს დაბერების ფაქტი და გაგვიმხილეს მისი თავიდან აცილების საშუალება

როდის ვიწყებთ დაბერებას და შეიძლება თუ არა ამის შეჩერება? მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დაბერების პროცესი, დაახლოებით, 25 წლიდან იწყება. საინტერესოა, რომ დაბერება მხოლოდ 20%-ითაა დამოკიდებული გენებზე, ყველა დანარჩენი კი ჩვენი ჩვევები და ცხოვრების სტილია. რაც შეეხება ახალგაზრდობის ელექსირს – მის შექმნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

ჩვენ გავეცანით მეცნიერთა კვლევებს და გავიგეთ, თუ რა მიზეზების გამო ვბერდებით, რატომ გაუმართლათ ომარებს უფრო მეტად, ვიდრე ადამიანებს და რა დაგვეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში დიდი ძალისხმების გარეშე.

რაში მდგომარეობს დაბერების პროცესი

დავიწყოთ ყველაზე საინტერესოთი: ერთიანი თეორია, რომელსაც მარტივად შეუძლია დაბერების პროცესის ახსნა, შეუძლებელია. დაბერების პროცესი განპირობებულია უამრავი ფაქტორით, მეცნიერები კი მხოლოდ შემდეგ, მეტ-ნაკლებად საერთო დასკვნამდე მივიდნენ: დროთა განმავლობაში, ორგანიზმში „გროვდება“ დაზიანებები, მათთან ბრძოლა კი სულ უფრო და უფრო უჭირს.

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საინტერესო თეორია დაბერების შესახებ, დაკავშირებულია ე.წ. ტელომერებთან. ყველამ ვიცით, რომ ცოცხალ ორგანიზმში უჯრედები გამუდმებით იყოფა, თუმცა, რაც უფრო „ძველია“ ორგანიზმი, მით მეტი მუტაცია გროვდება უჯრედებში.

შედეგად, დნმ-ს ბოლოები(ტელომერები) ყოველი ახალი დაყოფის დროს მოკლდება. ისინი, ასევე, ორგანიზმს გაცვეთისგანაც იცავს. რაღაც მომენტში კი ტელომერები მეტისმეტად მოკლდება და უჯრედი წყვეტს დაყოფას.

თუმცა, არსებობს ფერმენტი ტელომერაზა, რომელსაც შეუძლია დნმ-ს ბოლოების დაცვა გაცვეთისგან. მისი აღმოჩენისთვის, მეცნიერთა ჯგუფს 2009 წელს ნობელის პრემია გადაეცა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო:

რა შუაშია ზემოხსენებული ომარი?

ადამიანის ორგანიზმში არ დევს ტელომერების ხანგრძლივი დროით შენარჩუნების უნარი. სამაგიერო, იგი აქვს ომარებს: ისინი მუდმივად გამოიმუშავებენ ტელომერაზას, დნმ რეგენერირდება, რითაც ორგანიზმის ბიოლოგიური უკვდავობა მიიღწევა.

ფაქტია, რომ ომარი უსასრულოდ არ ცოცხლობს, თუმცა, იდეალურ პირობებში, შესაძლოა, იცოცხლებდა კიდევაც – იმ შემთხვევაში, თუ არ შეჭამენ, არ დაჭრიან ან არ დაავადდებიან სერიოზული პათოლოგიით.
არ ბერდება ზოგიერთი სხვა ცხოველიც:

ძუძუმწოვარი შიშველი თხუნელა არ ზიანდება კიბოთი და, ფაქტია, რომ არ ბერდება. მდინარის მემარგალიტეს შეუძლია 200 წელი იცოცხლოს და კვდება იმიტომ, რომ მისი სხეული ნადგურდება ნიჟარის წონის გამო. კალმახი კი, ისევე, როგორც ომარი, მდიდარია ტელომერაზათი სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში.

ამ სქემის ადამიანზე გადატანა კი სულაც არ არის მარტივი: ტელომერების დაგრძელების მცდელობა ლაბორატორიაში უჯრედების უკონტროლო დაყოფით დასრულდა, რაც, ადამიანის ორგანიზმში, ონკოლოგიურ დაავადებას გამოიწვევდა. სტენფორდის უნივერსიტეტის სწავლულებმა გამოიმუშავეს ტელომერების დაგრძელების ახალი ტექნოლოგია უსაფრთხო მეთოდით, თუმცა, რამდენად ეფექტური და შესაძლებელია, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის.

შესაძლებელია თუ არა დაბერების პროცესის შენელება?

და მაინც, დაბერების პროცესი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარე-ფაქტორებზეც: ჩვენი ცხოვრების სტილზე, კვებასა და გარემო-პირობებზე. თუმცა, ყველაზე მთავარი ფაქტორი არის სტრესი. რაც მეტს ნერვიულობთ, მით უფრო მოკლეა თქვენი ტელომერები.

აი, როგორ ხსნის ამ პროცესს ნობელის პრემიის ლაურეატი, ელისაბედ ბლექბერნი:

– „წარმოიდგინეთ, რომ უფროსმა კაბინეტში გიხმოთ. თქვენ იწყებთ ნერვიულობას, რადგანაც ფიქრობთ – „ახლა სამსახურიდან დამითხოვს“.

სისხლძარღვები ვიწროვდება, ჰორმონ კორტიზოლის დონე სწრაფად იმატებს, ამის გამო კი მცირდება ტელომერაზის დონე. ეს კი, ტელომერებისთვის, კარგი ნამდვილად არ არის.

თუმცა, თუ სტრესულ სიტუაციებს შეხედავთ, როგორც გამოწვევებს და არა საშიშროებას, სისხლით გაივსება თქვენი გული და ტვინი, ორგანიზმი კი მხოლოდ მცირე ენერგიით გამოტყორცნის კორტიზოლს. ამ რეაქციის წყალობით, თქვენი ტელომერები მარტივად უმკლავდება სტრესს და არ ზიანდება“.

ამას გარდა, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხანგრძლივი და მყარი ქორწინება, ხანგრძლივი მეგობრობა ტელომერების შეუცვლელი მუშაობის გარანტია. გამოდის, რომ რაც უფრო პოზიტიურად ვუყურებთ ცხოვრებას, მით მეტია შანსი უფრო დიდხანს ცხოვრებისა!

ჩვენ შეგვიძლია ჩვენი უჯრედების მუშაობაზე მოვახდინოთ გავლენა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელი მიგვიწვდება ჩვენს ცხოვრებაზე. ეს ხომ ძალიან კარგია!

 

ფაქტი 2. როგორ გვეხმარებიან კატები და ძაღლები მარტოობასთან ბრძოლაში?

თანამედროვე სამყაროში მრავალი ადამიანი განიცდის მარტოობას სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს პრობლემა აქტუალურია ყველასთვის ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების მიუხედავად. თუმცა ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. მეცნიერებმა მიაკვლიეს მარტოობისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ სასიამოვნო საშუალებას და ჩვენ დღეს გაგიზიარებთ მას. ასევე დაგეხმარებით იმის გარკვევაში, თუ რომელი ცხოველის შერჩევა ღირს ამ მიზნით.

რომელი ცხოველი ვიყოლიოთ 

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ შინაურ ცხოველზე ზრუნვა მარტოობის საუკეთესო წამალია. ისინი ავსებენ ადამიანის მარტოობის სიცარიელეს. ცხოველის შეძენით პიროვნება თითქოს იძენს ოჯახს, ვინაიდან გრძნობს, რომ ის უკვე ვიღაცას სჭირდება. მაგრამ ისმის კითხვა, რომელი ცხოველის შერჩევა სჯობს ბინის პირობებში?

გერმანელმა მეცნიერებმა ღრმად შეისწავლეს ეს საკითხი. მონაცემები აღებული იქნა დაბერების შესახებ გამოკითხვიდან, რომელიც გერმანიაში 1996 წლიდან მიმდინარეობს.

შერჩეულ იქნა 65 წელზე მეტი ასაკის მარტოდმცხოვრები ადამიანების ჯგუფი – 1160 კაცის ოდენობით. მათგან გამოიყო ის კონტიგენტი, რომელთაც ჰყავდათ შინაური ცხოველები. ეს ჯგუფიც დანაწილებულ იქნა ამა თუ იმ ცხოველის პატრონების მიხედვით.

გამოკვლევის მიხედვით, ყველაზე მარტოსულად თავს ის ადამიანები გრძნობდნენ, რომელთაც შინაური ცხოველი საერთოდ არ ჰყავდათ. ეს ადასტურებს იმ აზრს, რომ ცხოველები რეალურად გვეხმარებიან მარტოობისგან თავის დაღწევაში, რთული პერიოდების გადალახვასა და ცხოვრების გახალისებაში. ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ცხოველებისადმი სიყვარული მეტყველებს ადამიანის ფსიქიკური სიჯანსაღის ფაქტზე.

აღმოჩნდა, რომ ძაღლები უკეთ ეხმარებიან ადამიანებს სიმარტოვესთან ბრძოლაში, ვიდრე კატები. ძაღლებს მეტი სიხარული მოაქვთ პატრონებისთვის და მათგან მიღებული ფსიქოლოგიური სარგებლობა უფრო მეტია. თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ ძაღლებს სისტემატური გასეირნება სჭირდებათ, თავისთავად უკვე დიდი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სარგებლობის მომტანია.

საქმე იმაშია, რომ გრძნობს რა პასუხისმგებლობას ცხოველის მიმართ, ადამიანი ყოველდღე სეირნობს ძაღლთან ერთად. ეს ეხმარება მას, მეტი იმოძრაოს, დარჩეს აქტიური, ამავე დროს შეხვდეს სხვა ადამიანებს და ურთიერთობა დაამყაროს მათთან. ამ მხრივ ძაღლს ბადალი არ ჰყავს. გერმანელმა დოქტორმა კონერმა სიაც კი შეადგინა –  ძაღლების რეიტინგი ინტელექტის მიხედვით. ეს ადამიანს დაეხმარება თავისი ხასიათის შესაფერისი ძაღლის ჯიშის შერჩევაში.

კვლევამ დაადგინა, რომ კატები ნაკლებად ეხმარებიან პატრონს მარტოობასთან ბრძოლაში. თუმცა, ვისაც კატები უყვარს, მათ გარემოცვაშიც კარგად და ბედნიერად გრძნობს თავს. დადგენილია, რომ კატები უხანგრძლივებენ სიცოცხლეს პატრონებს და ეხმარებიან მათ გარკვეული დაავადებების განკურნებაში.

და მაინც, რომელი ცხოველი შევარჩიოთ? ჩვენ მიგვაჩნია, რომ უპირატესობა უნდა მიანიჭოთ თქვენს პირად სიმპატიებს. მნიშვნელოვანია, იპოვოთ ის ფუმფულა მეგობარი, რომელიც ნამდვილად გაბედნიერებთ. თუ შეიძენთ ძაღლს, მაგრამ მზად არ იქნებით, რომ ყოველდღე ასეირნოთ ის, დროთა განმავლობაში ეს მოსაწყენ საქმედ და ვალდებულებად გექცევათ და შესაბამისად, არ მოგიტანთ დიდ სიხარულს.

საბოლოო ჯამში, არჩევანი თქვენზეა. იქნება ეს კატა, თუთიყუში, ძაღლი თუ თევზები, მთავარია თქვენ იყოთ კომფორტულად და თავს გრძნობდეთ მხიარულად თქვენი ზრუნვის ობიექტთან ერთად.

და რას ფიქრობთ თქვენ, რომელი უმჯობესია – კატები, ძაღლები თუ სხვა რომელიმე ცხოველი, ან რამდენიმე ერთდროულად? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში, ეს სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ!

 

ფაქტი 3. აი, 8 უცნობი ფაქტი თქვენი საყვარელი მსახიობების შესახებ, რომელიც მეტად შეგაყვარებთ მათ თავს.

მსახიობები სცენაზე ბრწყინავენ, მაგრამ ისინი რეალურ ცხოვრებაშიც საკმაოდ გამორჩეულები არიან – მაგალითად, როგორია ,,სამეფო კარის თამაშებში” მიღებული როლი მას შემდეგ, რაც დღეს და ღამეს ასწორებდი მუშაობით, რათა ბავშვობაში, ტელევიზორში ნანახი მსახიობი შეგერთო ცოლად?! მათი ჰოლივუდური თავგადასავალი მარტივი არ ყოფილა, მათ ბევრი საინტერესო და სახალისო რამ გადახდათ, ხშირად გახვეულან გიჟურ ისტორიებში და ბოლოს თავი გამორჩეულ ადგილას დაიმკვიდრეს.

ჩვენი რედაქცია თვალს ადევნებდა ცნობილი მსახიობების გამორჩეულ ისტორიებს და ბევრი საინტერესო რამ იპოვა, დღეს სწორედ ამ ამბებს გაგიზიარებთ.

1. ,,სამეფო კარის თამაშებამდე” ემილია კლარკი 6 სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, რათა ბინის ქირა გადაეხადა

ემილია კლარკს დრამის სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და 6 სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, რათა ბინის ქირა გადაეხადა. ამ პერიოდში დაურეკა მას აგენტმა და ,,სამეფო კარის თამაშებში” მოსმენაზე გასვლა შესთავაზა. მან ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და სასურველს მიაღწია.

დევიდ ბენიოფს და დენ ვეისს მისი წარმოდგენა ძალიან მოეწონათ, თუმცა საჭირო იყო HBO-ს პრეზიდენტის დარწმუნებაც. ასე რომ, მის მეორე მოსმენაზე ბენიოფი და ვაისი იღიმოდნენ, პრეზიდენტი კი არა.

,,ემილიას ჰკითხეს, შეეძლო თუ არა რაიმე ისეთის გაკეთება, რაც პრეზიდენტის ხასიათს შეამსუბუქებდა. ბენიოფმა ემილიას ჰკითხა: ,,შეგიძლია იცეკვო?” და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ემილიამ რობოტის ცეკვა შეასრულა” – ამბობს ვეისი. ,,მან აიღო პასუხისმგებლობა და სამუშაოს თავი კარგად გაართვა… პრეზიდენტსაც კი არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა ღიმილისა.”

2. კიტ ჰარინგტონმა გოგოს დასაცავად იჩხუბა და ,,სამეფო კარის თამაშების” მოსმენაზე ჩალურჯებული თვალით მივიდა

კიტ ჰარინგტონი გოგოსთან ერთად პაემანზე იყო მაკდონალდსში. დასაჯდომი ადგილები არ იყო, ამიტომ მათ მაგიდა სხვა წყვილთან ერთად გაიყვეს. მათთან მჯდომი ბიჭი ჰარინგტონის გოგოს მიმართ უხეში იყო, ამიტომ კიტმა ის გამოიწვია. თუმცა მეორე ბიჭი მასზე ძლიერი აღმოჩნდა და ,,მაგრად მცემა” – თქვა კიტმა.

დამარცხება ან გამარჯვება – ჰარინგტონმა ის გააკეთა, რასაც ალბათ ყველა ადამიანი იზამდა ამ სიტუაციაში. სულ დაავიწყდა ფაქტი, რომ მეორე დღეს გასაუბრება ჰქონდა.

3. ჯიმ ქერი 12 წლის ასაკში, სკოლის შემდეგ, 8 საათის განმავლობაში მუშაობდა, რათა ოჯახს სესხის დაფარვაში დახმარებოდა

ჯიმ ქერის მამამ სამსახური დაკარგა და მისი ოჯახი სიღარიბეში აღმოჩნდა. ახალგაზრდა ჯიმმა სკოლის შემდეგ ქარხანაში დაიწყო მუშაობა – 8 საათიანი გრაფიკით. თუმცა მას არ დავიწყებია თავისი ოცნება – გამხდარიყო კომიკოსი. 15 წლის ასაკში ის უკვე ტორონტოს ერთ-ერთ კომედიურ კლუბში მუშაობდა კომიკოსად.

4. მოხუც ქალს სისხლჩაქცევა ჰქონდა, რობერტ დაუნ უმცროსმა კი უეცრად აიღო სიტუაციაზე კონტროლი

ეტლში მჯდომმა მოხუცმა ქალბატონმა შემთხვევით ფეხი გაიჭრა. რობერტმა სხვა ადამიანს სასწრაფოს გამოძახება დაავალა, ქალის ჭრილობა კი თავისი მოსაცმელით შეახვია, დაარწმუნა ის, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ როგორი ლამაზი შეფერილობის იყო მისი ფეხი. მსახიობმა იცოდა, როგორ ჩაეხშო ქალის მღელვარება, სანამ სასწაფო მოვიდოდა. დაუნმა მოხუც ქალს უთხრა, რომ მისთვის დაერეკა, რათა შემდეგ ერთად ჰქონოდათ ვახშამი.

5. ჯეისონ მომოას თავისი ცოლი, ლიზა ბონეტი, ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში მოსწონდა

https://www.instagram.com/p/ByP0NjEAMul/?utm_source=ig_embed

,,ეს ერთი ნახვით სიყვარულზე მეტი იყო. 8 წლის ვიყავი, როცა ის ტელევიზორში დავინახე და ვთქვი: ,,დედა, მე ასეთი მინდა”. გადავწყვიტე მისკენ მიმავალი გზა მთელი ცხოვრება მეძებნა. ეს მისთვის იქამდე არ მითქვამს, სანამ 2 შვილი არ გვეყოლა, თორემ უცნაური და საშიში გამოვჩნდებოდი მის თვალში. მე ყოველთვის მინდოდა მასთან შეხვედრა, ის ყოველთვის დედოფალი იყო,” – თქვა მომოამ.

6. კორტნი კოქსმა ედ შირანს მალიბუში, მის სახლში ცხოვრების უფლება მისცა

როგორც მისმა ,,მეგობრების” პერსონაჟმა მონიკამ გადაწყვიტა, რომ რეიჩელი მის ბინაში შეეფარებინა, სინამდვილეშიც, კორტნი კოქსმა ედ შირანი აქცია თავის ფლეთმეითად. მომღერალი მასთან რამდენიმე თვე ცხოვრობდა და ახალ სიმღერაზე მუშაობდა. ისინი კარგი მეგობრები გახდნენ.

ედმა კი კორტნის მისი მეგობარი – ჯონი მაკკაიდი შეახვედრა. მათ შეხვედრა დაიწყეს. ედი ამბობდა, რომ ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ.

7. რობერტ დე ნირო განმარტოებულია და იზოლირებილი, რათა იმ პერსონაჟად გადაიქცეს, რომელსაც განასახიერებს

რობერტ დე ნირო სანამ მოკრივე ჯეიკ ლამოტას როლს შეასრულებდა ,,ცოფიან ხარში”, სოციალურად იზოლირებული გახდა. ის რინგზე ვარჯიშს უამრავ საათს უთმობდა და ცდილობდა მაქსიმალურად კარგად გაეცნო თავად ლამოტაც. ის მართლაც ძალიან დახელოვნდა კრივში და ლამოტამაც შეაფასა, როგორც პროფესიონალური სტანდარტების მქონე მოკრივე.

რობერტ დე ნირო მართლა გახდა ,,ტაქსის მძღოლი” როლის შესრულებამდე, ხოლო თავის დენტისტს გადაუხადა, რათა ,,შიშის კონცხის” როლისთვის კბილები ჩამოეღო.

8. ჯენიფერ ლოურენსი ორჯერ ,,დამარცხდა” მოსმენაზე, თუმცა საბოლოოდ როლი მან მიიღო

ჯეი-ლაუ ,,ვიტნის ძვლების” წარმოდგენაზე ორჯერ გავიდა, თუმცა ორჯერვე უთხრეს, რომ როლისთვის არ გამოდგებოდა. ის არ დანებდა, მესამედაც წავიდა ნიუ იორკში და როლი მიიღო. ჯენიფერმა თქვა, რომ ისინი ამით შეაშინა და ,,იძულებულნი გახდნენ” როლზე აეყვანათ.

რომელია თქვენი საყვარელი მსახიობი? გაგვიზიარეთ კომენტარებში. თუ სხვა ისტორიებიც იცით თქვენს ფავორიტ არტისტებზე, მოგვწერეთ აუცილებლად!

 

ფაქტი 4. კვლევის მიხედვით, კოცნა ქალებს წონის კლებაში ეხმარება

უბრალოდ აღიარეთ ის ფაქტი, რომ კოცნა შეუფასებელი რამ არის. მკვლევარებს სჯერათ, რომ კოცნის პროცესი გაცილებით მეტ სარგებელს იტევს, ვიდრე ეს უბრალოდ რომანტიკული სიამოვნება. გარდა ამისა, კოცნას აქვს უპირატესობები ჯანმრთელობისთვისაც – თქვენი კანი ხდება უფრო კარგი შესახედაობის და ასევე კოცნა გვეხმარება წონის კლებაში.

ჩვენ თვალყური მივადევნეთ კვლევას, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენს მკითხველებს გავუზიარებთ.

კოცნა გვეხმარება ზედმეტი წონის მოშორებაში

ის წვავს კალორიებს. კვლევა ირწმუნება, რომ მარტივი, ერთჯერადი კოცნა წვავს 2 ან 3 კალორიას, მაშინ როცა ვნებიანი კოცნა ყოველ წუთში გვახარჯინებს 5დან 26 კალორიამდე. გასაგებია, რომ ეს ბევრი არ არის, სანამ ამ პროცესს სხვა აქტივობებს არ შევადარებთ. 30 წუთიანი ვნებიანი კოცნა წვავს 180 კალორიას, რაც მეტია, ვიდრე 30 წუთიანი სიარული საათში 3,5 მილის გავლით და ასევე მეტია საჭესთან ჯდომის ან მანქანის რეცხვისას დახარჯულ კალორიებზე. კოცნა ნამდვილად არ არის კარდიო ვარჯიშების ან სარბენი ბილიკის ჩამნაცვლებელი, მაგრამ ის გაცილებით  სასიამოვნოა.

კოცნა ძალიან უხდება კანის მდგომარეობას

ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ თუ კარგ ფორმაში ყოფნა გვსურს, ამისთვის ინტენსიური ვარჯიშია საჭირო. მაგრამ, კოცნის პროცესის დროს, ჩვენ 30ზე მეტ სახის კუნთს ვავარჯიშებთ, რაც ლოყების გახდომას და გათხელებას უწყობს ხელს. ასე რომ, კარგი კოცნა მშვენიერი ვარჯიშია სახის კუნთებისა და კანისთვის. სახის კუნთების გავარჯიშება კი აუმჯობესებს სახის კანის მდგომარეობას, ის ხდება უფრო გლუვი და ელასტიური.

კოცნა ახდენს ნაოჭების პრევენციას

როცა კუნთები ვარჯიშდება, ეს ზრდის სისხლის ცირკულაციას და ქსოვილები წარმოქმნის კოლაგენს, ანუ მთავარ ბოჭკოვან ცილას, რომელიც ძირითადი საშენი მატერიაა ადამიანის კანისთვის, ხოლო დაბერებისა და ნაოჭების წინააღდეგ ის საუკეთესო ნატურალური საშუალებაა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოცნის პროცესი არის სილამაზის სალონში ვიზიტის მიკრო ვერსია. კარგით, ეს შესაძლოა საკმარისი არ იყოს იმისთვის, რომ დიდხანს გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად, მაგრამ კოცნა ხელს უწყობს ბედნიერებას, ეს კი თავის მხრივ ხელს უშლის დაბერებას.

კოცნა გვეხმარება სტრესის შემსუბუქებაში

კოცნის პროცესი ბუნებრივი მომადუნებელივით მოქმედებს. კვლევამ დაამტკიცა, რომ ის ზრდის ბუნებრივი ქიმიური ნაერთებისა და ჰორმონების გამოყოფას სხეულში, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ოქსიტოცინი, იგივე ბუნებრივი დამამშვიდებელი აგენტი, რომელიც ენდორფინებთან ერთად მოქმედებს.

ისინი ერთობლივი მოქმედებით ხელს უწყობენ ორგანიზმში ბედნიერების შეგრძნების გამომუშავებას. გარდა ამისა, კოცნის პროცესი ამცირებს კორტიზოლის გამოყოფის (სტრესის ჰორმონი) ალბათობას და ახდენს ტვინის უჯრედების რელაქსციას. შედეგად განწყობა უმჯობესდება და იკლებს შფოთვის მაჩვენებელი.

კოცნა აუმჯობესებს კბილების მდგომარეობას

კოცნის პროცესი ასევე ძალიან უხდება კბილების მდგომარეობას, რადგან ის ზრდის ნერწყვის დიდი რაოდენობით წარმოებას, ეს კი თავის მხრივ რეცხავს და ანადგურებს ბევრ არასასურველ ბაქტერიას. ზოგიერთი კბილის ექიმი იმასაც ფიქრობს, რომ ნერწყვის გამომუშავება ეხმარება და აღადგენს კბილის ემალში გაჩენილ მცირე დაზიანებებს.

თქვენ რას ფიქრობთ სტატიაში მოყვანილ კვლევაზე? გიყვართ კოცნის პროცესი? გაგვიზიარეთ თქვენი დამოუკიდებელი მოსაზრებები კომენტარებში, ეს სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ სოციალურ ქსელებში!

 

ფაქტი 5. კვლევამ ცხადყო, რომ სექსუალური ადამიანები ყველაზე უარესები არიან ხანგრძლივ ურთიერთობებში

ის ადამიანები, რომლებიც კარგად გამოიყურებიან, ხშირად საკუთარ ცხოვრებაში არსებული სხვადასხვა უპირატესობით დაუნანებლად ტკბებიან. ისინი ხშირად უფრო წარმატებულები ხდებიან სამსახურში, ადვილად შედიან კონტაქტში სხვა ადამიანებთან და ზოგჯერ მეტ ფულსაც კი გამოიმუშავებენ.

თუმცა ნათქვამია ისიც, რომ კალვინ კლეინის მსგავსად რომ გამოიყურებოდეს ან ვიქტორია სეკრეტის მოდელივით დადიოდეს, ადამიანს თავისი ბნელი მხარეები მაინც ექნება. მეცნიერების წარმომადგენლებიც ასევე ადასტურებენ, რომ ხანგრძლივი ურთიერთობები ერთ-ერთი სუსტი წერტილია მომხიბვლელი და სექსუალური ადამიანებისთვის.

ჩვენ ახლა უკვე კარგად გავერკვიეთ და ვიცით, რომ უნაკლო სახე და სექსუალური სხეული პარტნიორის ძიების პროცესში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის ბედნიერი და ხანგრძლივი ურთიერთობის წამყვანი ფაქტორი.

დღეს შევეცდებით აგიხსნათ თუ რატომ ხდება ასე.

მათთვის ზედმეტად ბევრი ალტერნატივა არსებობს

ეს დასკვნა ცოტა ხნის წინ ჰარვარდის კვლევამ დადო. კვლევა ხსნის, რომ ის ადამიანები, რომლებიც თითქოს იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს, საბოლოოდ ძალიან ხშირად შორდებიან. მკვლევარების თქმით, მიმზიდველობა ალტერნატივების ზღვას გვთავაზობს, რაც ხშირად ურთიერთობის ხარისხზეც ახდენს გავლენას, რადგან რთულია დაიცვა ის გარშემო არსებული ,,საფრთხეებისგან”.

უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც კარგად გამოიყურებიან, მეტად მიდრეკილნი არიან პარტნიორული კავშირის დანგრევისკენ, რადგან მათ ნაკლებად უღირთ ურთიერთობის რთულ ასპექტებზე ხანგრძლივი მუშაობა. მათ უბრალოდ არ სურთ მეწყვილესთან დაკავშირებულ სხვადასხვა სირთულესა და პრობლემებს წააწყდნენ, ამიტომ ხშირად გაურბიან არსებულ გამოწვევებს.

სექსუალურობის მაჩვენებელი და ცუდი ქორწინება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია

კვლევის პირველმა ეტაპებმა აჩვენა, რომ განქორწინებასა და პარტნიორის სექსუალურობას შორის დიდი კავშირია. გამოკითხულ იქნა 2 ქალი, რომლებსაც მიმზიდველობის მიხედვით უნდა შეეფასებინათ 230 მამაკაცის ფოტო საშუალო სკოლის წიგნაკიდან. შედეგის აღრიცხვის შემდეგ, მკვლევარებმა შეამოწმეს რომელი კაცები იყვნენ დაქორწინებულები და ცოლთან გაშორებულები ფოტოების გადაღებიდან 30 წლის შემდეგ.

მკვლევარებმა იგივე ექსპერიმენტი ჩაატარეს IMDB-ს და Forbes-ის ტოპ სელებრითებს შორის და მსგავსი შედეგი მიიღეს.

მიმზიდველ ადამიანებს ალტერნატივები მაშინაც აინტერესებთ, როცა ურთიერთობაში არიან ერთ ადამიანთან.

ფიქრობენ ხოლმე, რომ წყვილების უმრავლესობა ხშირად კარგავს ,,მოხეტიალე თვალს.” ეს მექანიზმი ჩვენ გვეხმარება, რომ სხვა ადამიანები ნაკლებად მიმზიდველებად აღვიქვათ და დავიცვათ ურთიერთობა მოულოდნელი სიურპრიზებისგან. თუმცა, მიღებული შედეგის თანახმად, მიმზიდველი ადამიანები ნაკლებად ფლობენ ამ დამცველობით სისტემას და ალტერნატივების მიმართ ინტერესს არ კარგავენ. უფრო მეტიც, ჩამნაცვლებლის ძიების ალბათობა იზრდება კიდეც, როცა ადამიანები კმაყოფილნი არ არიან აწმყოში არსებული ურთიერთობით.

საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია კარგად გვახსოვდეს, რომ ყოველთვის მოიძებნება მიზეზი ურთიერთობის დასასრულებლად. კვლევის შედეგებს რომ თავი დავანებოთ, სულერთია ადამიანი მიმზიდველი არის თუ არა, ზოგადადაც ძალიან რთულია მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, არ უარვყოფთ, რომ სექსუალური და მდგრადი წყვილებიც არსებობენ, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. და თუ ურთიერთობებში არ გაგიმართლათ, ამის მიზეზებს შორის შესაძლოა კვლევაში არსებული მოსაზრებებიც იყოს წამყვანი. სავარაუდოა ის ფაქტიც, რომ შენ ზედმეტად სექსუალური ხარ სხვა ადამიანისთვის და ეს აღმოჩნდეს დაბრკოლება ურთიერთობის დალაგების საკითხში.

თქვენ თუ ეთანხმებით კვლევის ამ შედეგებს? შეგიმჩნევიათ ეს ტენდენცია თქვენ გარშემო მყოფ ადამიანთა შორის? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში, თუ რას ფიქრობთ ამ საკითხზე!

 

ფაქტი 6. 13 დამალული ფაქტი კინოთეატრებზე, რომელიც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კინოთეატრში სიარული გვიყვარს, უზარმაზარი ეკრანია. დამატებითი ეფექტები და ინფრასტრუქტურა კი სანახაობას უფრო სასიამოვნოს ხდის.წარმოგიდგენთ საიდუმლო ფაქტებს კინოზე.

1. წითელი სკამების საიდუმლო

კინოთეატრებში წითელი სკამები გაჩნდა იმის საფუძველზე, თუ როგორი პოპულარული იყო იტალიური ოპერა ადრე. წითელი და ოქროსფერი იტალიური თეატრების დეკორაციებში ტრადიციული ფერებია. დროთა განმავლობაში, სხვა ქვეყნებმა ეს მიდგომა გაითავისეს და როცა კინოთეატრები შეიქმნა, ტენდეცია დარჩა.

ამას პრაქტიკული მხარე აქვს: წითელი არის პირველი ფერი, რომელიც შეუმჩნეველი ხდება სინათლის ნაკლებობისას. როცა თეატრში ცოტაოდენი სინათლეა, ლურჯი უფრო გამოჩნდება, ვიდრე წითელი.

2. ყურსაცობები ფილმის ყურებას უფრო კომფორტულს ხდის

ძალიან ბევრი შემაწუხებელი ხმაა გადატვირთულ კინოთეატრში. ვიღაც გვერდით პოპკორნს მიირთმევს, ვიღაც საუბრობს და აშ. ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად მარტივი ხერხი არსებობს – ყურის საცობები. გარეშე ხმები გაქრება და ფილმის ხმით უფრო მეტად ისიამოვნებთ.

ამასთან, ის თქვენი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, რადგანაც ყურის ბარაბანს იცავს. ყველა კინოთეატრს თავისებურად აქვს ხმა დარეგულირებული, რაც ხანდახან თქვენთვის შეიძლება ხმამაღალი იყოს.

3. ხუთშაბათი კინოთეატრისთვის მნიშვნელოვანი დღეა

ახალი ფილმები ხუთშაბათ დღეს გამოდის. ეს დღე შერჩეულია იმიტომ, რომ პრემიერის პირველ კვირას გაყიდვები გაიზარდოს. ძირითადად ადამიანები კინოში პარასკევს და შაბათ-კვირას დადიან. კრიტიკოსები კი ხუთშაბათს მიემართებიან, წერენ რივიუებს და ადამიანებს მოუწოდებენ შემდეგ დღეს კონკრეტულ ფილმზე წავიდნენ.

4. პოპკორნი კინოთეატრებში გადაჭარბებულად ძვირია.

პოპკორნის და სასმლის გაყიდვა კინოთეატრისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროა. კინოთეატრის ბიზნესი შემდეგნაირად მუშაობს: ერთი გაყიდული ბილეთიდან მოგება 30-40 %-ია. რადგანაც ადამიანები ისე ხშირად კინოში არ დადიან, საჭიროა დაწესებულებამ თანხა სხვა რამითაც გამოიმუშაოს, მაგალითად, პროდუქტების გაყიდვით.

პოპკორნი ძალიან შემოსავლიანი პროდუქტია. მისი ფასი კინოთეატრში რეალურ ღირებულებაზე 10-ჯერ უფრო მაღალია. ზომების მიხედვითაც ფასებს შორის მცირე სხვაობაა, რაც ასევე ხრიკს წარმოადგენს. ბევრი ადამიანი ამის გამო ყოველთვის საშუალოს ან დიდს ამჯობინებს.

5. პოპკორნი ყოველთვის ახალი არაა

პოპკორნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ რამდენიმე დღის მანძილზე არ ფუჭდება. ამოუყიდავ პროდუქტს პარკებში ათავსებენ და მეორე დღეს ისევ აპარატში ათავსებენ.

6. ასაკობრივი აკრძალვა კინოში სახუმარო არაა.

ასაკობრივ შეზღუდვას ამერიკის ასოციაცია წყვეტს. ყველა ფილმს თავისი განსაზღვრული ლიმიტი აქვს. შემდეგ, კინოთეატრებს შეუძლიათ ეს ლიმიტი გაზარდონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. არის კინოში ისეთი ფილმები, რომელთა ნახვის უფლებაც თინეიჯერებს მხოლოდ მშობლებთან ერთად აქვთ, ზოგიერთი კი მკაცრადაა გათვლილი უფროსებისთვის.

7. კინოთეატრში საკუთარი საკვებით მისვლა თქვენი უფლებაა.

ძალიან ხშირად, კინოთეატრები აწესებენ აკრძალვებს და ადამიანებს სხვაგან ნაყიდი საკვებით და სასმლით არ უშვებენ. მაგრამ, ეს აკრძალვა არალეგალურია. თქვენ შეგიძლიათ წყლის ბოთლი ან ჩიფსების შეკვრა კინოთეატში წაიღოთ და თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ.

ბრიტანეთში არსებული კინოთეატრები ამტკიცებენ, რომ მაყურებელს საკუთარი საკვებით მისვლა ნამდვილად შეუძლია, თუ ეს ალკოჰოლი არაა. მაგრამ, ყველა კინოთეატრი ასეთ პატივისცემას არ გამოხატავს, ალბათ ზემოთ ნახსენები ფაქტის გამო. ამიტომ, სჯობს საკუთარი პროდუქტები ჩანთით შეიტანოთ.

8. IMAX -ის დარბაზებს ყველაზე დიდი ეკრანები აქვს.

არსებობს სტერეოტიპი, რომ აიმაქსის დარბაზები ტრიდე დარბაზების მსგავსია, მაგრამ ასე არაა. რა თქმა უნდა, აიმაქსი ხშირად 3D ფილმებს აჩვენებს, მაგრამ ამას უზარმაზარ ეკრანზე აკეთებს, ისე რომ, ადამიანის ხედვის არე სრულად მოიცვას.

IMAX თვის მხრივ, რამდენიმე ვარიანტი აქვს:

Dome (OMNIMAX) – როცა მაყურებლები დაწოლილ პოზიციაში არიან.
Laser — გაუმჯობესებული ვერსია უკეთესი სინათლის ხარისხით და კონტრასტით.

9. უკეთესია უყუროთ 3D ფილმებს საკუთარი სათვალეებით.

მიუხედავად იმისა რომ კინოთეატრები სათვალეებს ყოველი ჩვენების შემდეგ წმინდავენ, ამის გარანტია არ გვაქვს. იყიდეთ საკუთარი და ატარეთ თან.

10. რა უნდა იცოდეთ 4D-ს შესახებ

ეს ახალი ტექნოლოგია ფილმში უფრო ჩართულს გხდით. ის ოთხგანზომილებიან არაა, უბრალოდ დამატებითი ეფექტები აქვს: მოძრაობა, ვიბრაცია, სურნელი, კვამლი, ქარი, წყლის წვეთები და აშ.

მაგრამ, არსებობს ფორმატები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. В-Box მარტივია. სკამები გარკვეულ მოძრაობას და ვიბრაციას გვთავაზობენ ეკრანზე მიმდინარე ქმედებებთან კავშირში. რადგანაც ფეხები იატაკზე გიდგათ, ისეთი ეფექტური არაა.

4DX დიდ ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე. აქ შეგიძლიათ იგრძნოთ სუნი, შეგესხათ წყალი, დაგიბეროთ ქარმა და ბევრი სხვა. სკამებს სპეციალური სადგამები აქვთ და რეალურად იატაკს ვერ ეხებით.

11. The Dolby Atmos-ის ხმის სისტემა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ

უფრო და უფრო მეტი კინოთეატრი ამატებს Dolby Atmos-სს, რომელიც ხმის შეუდარებელი ხარისხითაა ცნობილი. სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით, ხმები უფრო მოცულობითი ხდება. თითქოს აუდიო სისტემით ხართ გარშემორტყმული და ფილმში იძირებით.

12. დიდი კინოთეატრები ხშირად აჩვენებენ ძველ ფილმებსაც.

ხანდახან, კინოთეატრები გვთავაზობენ არამხოლოდ ახალ გამოსულ ფილმებს, არამედ ძველ შედევრებსაც. მაგალითად, ჰაიო მიაძაკის Spirited Away ბევრ კინოთეატრში იყო ნაჩვენები.

13. შეგიძლიათ მუყაოს დაფები გმირის გამოსახულებით და პოსტერები სახლში წაიღოთ.

ფილმის მწარმოებლები კინოთეატრებს უამრავ ნივთს აძლევენ. მას შემდეგ, რაც ფილმს ჩვენებიდან ამოიღებენ, მუყაოს ბანერებს, პოსტერებს და სხვა გმირებთან და ფილმთან დაკავშირებულ ნივთებს აგდებენ. ამიტომაც, თუ ადმინისტრატორს სთხოვთ, ფილმის დასრულების შემდეგ გადმოგცემენ.