მთავარი ადამიანები მამამ 3 დღის ახალშობილს გამოსამშვიდობებლად აკოცა და ტაძრის კართან დატოვა…

მამამ 3 დღის ახალშობილს გამოსამშვიდობებლად აკოცა და ტაძრის კართან დატოვა…

by guramus

ისტორიამ იმ ინდოელი წყვილის შესახებ, რომელმაც ახალშობილი ტაძრის კართან დატოვა, სულ ახლახან მთელი ინტერნეტი მოიცვა. კერალელი ცოლ-ქმარი კოჩიში გაემგზავრნენ, რათა იქ 3 დღის ახალშობილი თავიდან მოეშორებინათ.

კამერებმა დააფიქსირა მამის სულისშემძვრელი გამომშვიდობება ბავშვთან, რომელიც ტაძრის კართან მიატოვა, ედაპალის მახლობლად.

კამერის მიერ გადაღებული ჩანაწერი დაეხმარა გამომძიებელთა ჯგუფს კვალზე გასვლაში. თავად ვიდეორგოლი კი ნამდვილ ინტერნეტ-სენსაციად იქცა.

ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ აკოცა ბავშვის მამამ, 32 წლის ბიტომ, ახალშობილს და დატოვა ტაძრის კართან. იგი გამობრუნდა, ბოლოჯერ შეხედა ვარდისფერ საბანში გახვეულ შვილს და უკანმოუხედავად განაგრძო გზა.

ტაძრის დაცვის წევრებმა ახალშობილი საღამოს 20:30-ზე იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.
გამომძიებლების თქმით, ბიტოსა და მის ცოლს, პრაბიტას, ამ დანაშაულის ჩადენა მათი მეგობრებისა და ახლობლების დაცინვამ აიძულა, რომლებიც მუდმივად იცინოდნენ იმაზე, თუ რამდენად ხშირად უჩნდებოდათ მათ შვილი.

იმ მომენტში, წყვილს უკვე 4, 6 და 8 წლის ვაჟიშვილები ჰყავდათ. მეოთხე ბავშვზე ორივე მშობელმა თქვა უარი, ვინაიდან ვიდეოში ორივე მათგანი ჩანს ტაძრის მახლობლად.

ბავშვი მაშინვე წაიყვანეს საავადმყოფოში. კლინიკის თანამშრომლების თქმით, მათთან ახალშობილი სრულიად ჯანმრთელი მიიყვანეს. ბიტო და პრაბიტა კი დააკავეს ბავშვთან მკაცრი მოპყრობის გამო.

საწყენი და რთულია იმის გააზრება, რომ მსგავსი ისტორია ჩვენს სამყაროსა და დროში მოხდა. მშობლებს შეეძლოთ, მეოთხე ბავშვთან ერთად ბედნიერად ეცხოვრათ, ამის ნაცვლად კი დაკარგეს შვილების გაზრდის უფლება.