მთავარი საკითხავი სასჯელი სისასტიკისთვის: მოსამართლემ ქალბატონს მიუსაჯა ის, რაც მან ძაღლს გაუკეთა

სასჯელი სისასტიკისთვის: მოსამართლემ ქალბატონს მიუსაჯა ის, რაც მან ძაღლს გაუკეთა

by guramus

ჩვენი სამყარო მკაცრია. ყველაზე მეტად იტანჯებიან ისინი, ვისაც მოძალადისთვის პასუხის გაცემა არ შეუძლია.

მაგალითად, ცხოველები, რომლებსაც უყვართ თავიანთი პატრონები, მიუხედავად იმ სისასტიკისა, რომელსაც მათ მიმართ იჩენენ. შინაური ცხოველების უპასუხისმგებლო პატრონები აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ!

ადამიანთა და ორგანიზაციათა ძალიან დიდი რაოდენობა ეხმარება ცხოველებს, რომლებიც პატრონების სისასტიკითა და უპასუხისმგებლობით იტანჯებიან. ახლა მათ მხარეს კანონის წარმომადგენლებიც არიან.

პეინსვილის(ოჰაიოს შტატი, აშშ) საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მაიკლ ჩიკონეტიმ საკმაოდ შემოქმედებითი სასჯელი მოიფიქრა იმ ქალბატონისთვის, რომელმაც ძაღლს სიბინძურეში ცხოვრება აიძულა.

განაჩენის გამოტანის დროს, მან ქალბატონს მისცა საშუალება, „საკუთარ ტყავზე“ გამოეცადა ის, რასაც საკუთარ ძაღლს უკეთებდა.

მოსამართლე, რომელსაც ცხოველები ძალიან უყვარს, უკმაყოფილო იყო იმით, რომ ადამიანთა უმეტესობა პრაქტიკულად არ ისჯებოდა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.

ამიტომ, მან დაიწყო უცნაური განაჩენების გამოტანა, დანაშაულის სისასტიკის მიხედვით.

ასეთი სასჯელი მკაცრი არა, მაგრამ საკმაოდ უცნაურია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები თავიდან აიცილებენ დისკომფორტსა და სირცხვილს.

ასე, მაგალითად, ერთი ქალი სასამართლოში გამოიძახეს მას შემდეგ, რაც ცხოველთა გადარჩენის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ მისი ძაღლი, მუზი, სიბინძურესა და სრულ უწესრიგობაში ცხოვრობდა.

მოსამართლე ჩიკონეტიმ გამოიტანა განაჩენი, რომელშიც ბრალდებულს მიეცა საშუალება, სრულად გაეაზრებინა თავისი უპასუხისმგებლობა.

ძაღლის პატრონს 8 საათი უნდა გაეტარებინა ნაგავში, ვინაიდან საკუთარ ძაღლს ასეთ მდგომარეობაში 1 კვირა აიძულა გაჩერება. აი, რა უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს:

„მე მინდა, რომ თქვენ ნაგავსაყრელზე წახვიდეთ.. და მინდა, რომ იქ 8 საათის განმავლობაში იჯდეთ.“

მან განაჩენს რამდენიმე ინსტრუქციაც დაურთო. ნაგავსაყრელზე მომუშავეებს დაევალათ, მოეძებნათ „ყველაზე კოშმარული ადგილი საშინელი სუნით“.

მოსამართლეს სურდა, რომ ქალს კარგად ეფიქრა იმაზე, თუ რა გაუკეთა თავის ძაღლს, სანამ ნაგავში იჯდა.

სხვათაშორის, ძაღლის მფლობელს კიდევ ერთი ვარიანტი ჰქონდა – გაეტარებინა 90 დღე ციხეში. ფიქრის შემდეგ, იგი დათანხმდა ნაგავსაყრელსა და მასში ნაგვის შეგროვებასაც კი.

როგორც ჩანს, უპასუხისმგებლო პატრონის აღზრდის პროცესი პირდაპირ სასამართლო დარბაზში დაიწყო.

ასეთი განაჩენის გამოტანის შემდეგ, ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის მოყვარულები ცოტათი მაინც დაფიქრდებიან თავიანთ საქციელზე.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს, რათა სამყაროში რაც შეიძლება ნაკლები იყოს მსგავსი შემთხვევა.