მთავარი საკითხავი ახალგაზრდა მეუღლეებმა თავიანთი 4 წლის ქალიშვილის სექსუალური ექსპლუატაცია გადაიღეს, რათა ვიდეო გაეყიდათ

ახალგაზრდა მეუღლეებმა თავიანთი 4 წლის ქალიშვილის სექსუალური ექსპლუატაცია გადაიღეს, რათა ვიდეო გაეყიდათ

by guramus

ქალაქ კრივოი როგში (დნეპროპეტროვსკის ოლქი, უკრაინა) ცოლ-ქმარმა თავიანთი მცირეწლოვანი ქალიშვილი გამოიყენა პორნოგრაფიული ვიდეორგოლის გადასაღებად და შემდგომ გასაყიდად.

ამის შესახებ წერს პოპულარული ინტერნეტმედია Daily Mail.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის კომუნიკაციის დეპარტამენტი იუწყება:

– „სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს და აღკვეთეს საბავშვო, პორნოგრაფიული ხასიათის ფაილების გავრცელების არხი. ამ საქმიანობისთვის დააკავეს 30 წლის მამაკაცი და მისი 29 წლის ცოლი, რომლებიც კავკასიის რეგიონიდან გადმოსახლდნენ უკრაინაში.

საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, მეუღლეებმა თავიანთი 4 წლის ქალიშვილი გამოიყენეს. ბრალდებულები მასთან ამყარებდნენ სქესობრივ კავშირს, რასაც ვიდეოზე აფიქსირებდნენ.“

ვიდეოს ინტერნეტში კრიპტოვალუტის სანაცვლოდ ყიდდნენ.

გოგონას, რომელსაც მშობლები პორნოგრაფიულ ფილმში იღებდნენ, ელის ხანგრძლივი რეაბილიტაცია და მუშაობა ფსიქოლოგებთან. ახლა იგი პოლტავის რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფება.

მშობლები დააკავეს და ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

– „გოგონა მძიმე მდგომარეობაში იყო, შეშინებული, დასტრესილი, არავისთან არ საუბრობდა,“ – ამბობს ეკატერინე მალიხინა.

ტრავმის შემდეგ, გოგონას წინ სამედიცინო ექსპერტიზები და რამდენიმეწლიანი რეაბილიტაცია ელის. მას ჯერ კიდევ არ სურს უფროსებთან კონტაქტი.

– „იგი უფრო ბავშვებთან ურთიერთობს. მათში მეგობრები იპოვა და ენდობა კიდევაც.“ – ხსნის მალიხინა.

პირველად ამ თემაზე ავსტრალიელმა პოლიციელებმა ატეხეს განგაში. მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ სადღაც კრივოი როგში, საფასურის სანაცვლოდ, ამზადებენ და ავრცელებენ მთელ მსოფლიოში შემზარავ ვიდეოს, პატარა ბავშვის მონაწილეობით.

სპეცოპერაცია რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. იმ მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები, სადაც ეს დანაშაული მზადდებოდა, შოკირებული იყვნენ.

ცნობილია, რომ ოჯახმა ბინა რამდენიმე კვირის წინ დაიქირავა. სახლის მფლობელებს ახალ მაცხოვრებლებზე პრობლემა არ ჰქონიათ – ყველაფერი მშვიდად იყო.

30 წლის მამაკაცი და 29 წლის ქალბატონი აზერბაიჯანიდან დევნილები არიან. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მეუღლეები ბიძაშვილები არიან.

მამაკაცმა მოასწრო უკრაინის მოქალაქეობის მოპოვება და გოგონაც აქვე შეეძინათ.

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, აქვთ თუ არა მეუღლეებს ფსიქიკური აშლილობა. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ეს აუცილებელია, თუმცა, მთავარი მიზანი მაინც ფული იყო.

ახლა სამართალდამცავები ეძებენ გოგონას ნათესავებს აზერბაიჯანში, რათა მათგანაც უარი მოიპოვონ ბავშვის მეურვეობაზე.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვაჩესლავ აბროსკინმა განაცხადა:

– „იმის შემდეგ, რაც დაკავებულმა ქალბატონმა თავის ქალიშვილს გაუკეთა, შეუძლებელია მას დედა უწოდო. მე არ შემიძლია იმ ყველაფრის მოყოლა, რასაც ვიდეოში ბავშვს უკეთებდნენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ქალის გამოსწორება უკვე შეუძლებელია.“

მოძალადეებს თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.