მთავარი ჯანმრთელობა კიტრს თუ ასე გამოიყენებთ, წონაში სწრაფად დაიკლებთ

კიტრს თუ ასე გამოიყენებთ, წონაში სწრაფად დაიკლებთ

by guramus

თუ გახდომა მოკლე დროში და შესამჩნევად გჭირდებათ, ჩვეულებრივი დაბალანსებული დიეტები არ დაგეხმარებათ, რადგან, ფიზიკურად, ეს შეუძლებელია!

სწორ კვებაზე გადასვლა სწპრი მიდგომაა მათთვის, ვისაც შედეგის მიღება 6 თვეში სურს. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 8 კგ-ს თვეში ან 3 კგ-ს 3 დღეში დაკლება გსურთ?

ჩვენ გვაქვს გასახდომი რეცეპტი, რომელიც დღეში 1 კგ-ს დაგაკლებინებთ. ფრთხილად იყავით! ასეთი რაციონი მხოლოდ 3 დღით უნდა შეინარჩუნოთ.

დანარჩენი 3 კვირა საჭიროა იმისათვის, რომ კიდევ ამდენივე დაიკლოთ ჯანსაღ კვებაზე გადასვლით. ყურადღება: პროგრამის სწორად დაცვით შემთხვევაში, წონა არ ბრუნდება!

კიტრის დიეტა

იგი იმდენად ეფექტურია გასახდომად, რომ უკვე 3 დღის შემდეგ, თქვენ დაიკლებთ 2-3 კგ-ს(ჭარბი წონის რაოდენობის მიხედვით).

კიტრის შმადგენლობაში შედის A, B, C, PP და E-ჯგუფის ვიტამინები. მიკროელემენტების 13 სახეობა, მათ შორის, სპილენძი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი და იოდი გვხვდება ამ ბოსტნეულში.

ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ კიტრი 90%-ით წყლისგან შედგება. დანარჩენი 5%-ცელულოზა და სუფთა სარგებელი.

ამით იხსნება კიტრის კალორიულობაც: 15 კკალ 100 გრამზე. ერთ-ერთი ყველაზე დიეტური ბოსტნეულია. მარინადის კიტრი კი 100 გრ-ზე 11 კკალ-ს შეიცავს.

დიეტის პრინციპი მარტივია: დღეში 3-4 კგ კიტრი უნდა შეჭამოთ, მეტი არაფერი. რბილობი შეავსებს კუჭს და მოატყუებს ორგანიზმს, მოგაშორებთ შიმშილის გრძნობას. დიდი რაოდენობით წყალი და სასარგებლო ელემენტები კი საჭიროა დეტოქსიკაციისთვის.

ჯამში კიტრი 500-600 კკალ-ია, ზრდასრული ადამიანისთვის ნორმა დღეში 2000 კკალ-ია. იმისათვის, რომ ასეთი ვარდნა არაკრიტიკული და უსაფრთხო იყოს, დალიეთ დღეში 1 ლ კეფირი. მასში 350-მდე კკალ-ია, ამიტომ, დღეში, დაახლ, 1000 კკალ გამოგივათ.

ეს 3 განტვირთვის დღე გადამწყვეტია. ამის შემდეგ, უნდა გადახვიდეთ მრავალფეროვან, ჯანსაღ კვებაზე. შეიტანეთ რაციონში სხვა ბოსტნეულიც, ხორცი და ფაფები, გამორიცხეთ ცხიმიანი, ტკბილი და ფქვილიანი საკვები.

სხვათაშორის, მწვანე სალათი დიეტის ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ – მისი კალორიულობის დონეც 15-ია.

ყურადღებით იყავით საკვების კომბინაციებთანაც. მაგალითად, ბოსტნეული შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ (სახამებლის დიდი რაოდენობით შემცველების გარდა), მაგრამ, ან ფაფებთან, ან ხორცთან ერთად, რადგან ხორცისა და ფაფების ერთად ჭამა არ შეიძლება!