მთავარი საკითხავი ქართველი ემიგრანტები საბერძნეთიდან: 26 ადამიანი ერთად ჩახუტებული, დამწვარი იპოვეს…ჯოჯოხეთი ვნახე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში მორბიხარ და მოგსდევს ცეცხლი

ქართველი ემიგრანტები საბერძნეთიდან: 26 ადამიანი ერთად ჩახუტებული, დამწვარი იპოვეს…ჯოჯოხეთი ვნახე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში მორბიხარ და მოგსდევს ცეცხლი

by guramus

საბერძნეთში ტყის ხანძრების გამო სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 16 ბავშვი. 11 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. წითელი ჯვირს ინფორმაციით, საბერძნეთში, სტიქიის ცენტრში მდებარე ზღვისპირა სოფელ მატი 26 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

“პრაიმტაიმი” საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დაუკავშირდა, რომელთა თქმით, ჯერჯერობით ქართველი დაშავებულის ან გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც სინდიკატი CIS-ის ANOLF-ის საემიგრაციოს ქართულენოვანმა ოპერატორმა, ფიქრია კუჭუხიძემ “პრაიმტაიმს” განუცხადა, 26 ადამიანი ერთად, ჩახუტებული დამწვარი იპოვეს.

ფიქრია კუჭუხიძე: “ქართველი ემიგრანტებისგან ისეთ საცოდაობას ვისმენ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. 26 ადამიანი ერთად, ჩახუტებულია დამწვარი ნაპოვნი. ერთ-ერთი ქართველი სტიქიის ზონიდან გაიქცა და ოჯახთან ერთად სასტუმროშია. ეჰ, რამდენი უჭირს ქართველობას საბარძნეთში“.

ანა ზისაკი: “როგოც ვიცი ნელნელა ხერხდება ერთ-ერთი დიდი კერის ლიკვიდაცია,
რომელსაც კინეტის დასახლება ეწოდება. გაიხსნა ცენტრალური გზა, რომელიც ათენნთან აკავშირებს პელოპონისოს მხარეს. დამწვარია ათასობით სახლი და მანქანა, დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა.

აივანზე გასვლა შეუძლებელია, კვამლის სუნი, ბურუსი და დამწავრის სუნია. ღამითაც მუშაობდნენ ვერტმფრენები”

ნინო კუტივაძე: “არა დიდება უფალს ქართველები არ არიან ყოველ შემთხვევაში არ გამოუცხადებია ტელევიზიას ჯერჯერობით.ცეცხლი კიდევ არის ბოლომდე ვერ ჩააქრეს”

მარინა კაკულია: “ტრაგიკული მდგომაროებაა. 50 ადამიანია გარდაცვლილი, უფალმა ქნას, რომ მეტი არ იყოს. აქედან 28 ადამიანი ერთად ცოცხლად დამწვარი. უამრავი ადამიანია საავადმყოფოში. არ ვიცი რა გითხრათ, გაოგნებული ვარ. ასევე, არიან დაკარგულები, რომლებსაც ეძებენ. უდიდესი ტრაგედია მოხდა. ზღვაში ეძებენ ადამიანებს”.

ნათელა ფირცხალავა: “ისეთი კვამლი არის, რომ არაფერი არ ჩანს. ხანძარი ჯერ კიდევ არის მთლიანად ლოკალიზებული. გაქცევის დროს ხალხი გამოიწვა მანქანებში. ძალიან ბევრი დაღუპულია, მაგრამ ზუსტი რაოდენობა უცნობია. დამწვარია ვილები, სახლები. ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ასეთი სასწაული ხდება საბერძნეთში.

ვინც მოასწრო გემებზე აიყვანეს ხალხი. ბევრმა მოხუცმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ხანძრის შედეგად დამწვარი ბავშვი. ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს, თუმცა გუშინდელთან შედარებით მასშტაბური ცეცხლი არ არის”.

ნატო გეგეშიძე სოციალურ ქსელში წერს: “ვაიმეე, ჯოჯოხეთი ვნახე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში”