მთავარი საკითხავი “20 დღის წინ ქმარმა დამარტყა… კისერი ვიღრძე… ხელი მომტყდა… ტირილით დედასთან გავიქეცი, გთხოვთ მირჩიეთ რა ვქნა?” – ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია

“20 დღის წინ ქმარმა დამარტყა… კისერი ვიღრძე… ხელი მომტყდა… ტირილით დედასთან გავიქეცი, გთხოვთ მირჩიეთ რა ვქნა?” – ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია

by guramus

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ძალადობის თემას საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა.

ძალადობის რამდენიმე ტიპი არსებობს, თუმცა ჩვენი ქვეყნის რელობაში სიტყვა ძალადობა ყველაზე ხშირად ქალებზე ფიზიკური ზეწოლად აღიქმება.

აღნიშნული პრობლემის მოგვარებას არაერთი ორგანიზაცია სხვადახვა გზით ცდილობს. მათ შორისაა მსოფლმხედველობის შეცვლაც.

გთავაზობთ ერთ-ერთ გავრცელებულ ბლოგს, რომელმაც შესაძლოა პოტენციური ძალადობის მსხვერპლის აზროვნებაში ცვლილება შეიტანოს და გადარჩინოს.

20 დღის წინ ქმარმა დამარტყა! არ შევიმჩნიე!

19 დღის წინ კიდევ დამარტყა! მეტკინა, მაგრამ ვიფიქრე გადაღლილია და ეპატიება-თქო.

18 დღის წინ მიყვიროდა, სრულიად უმიზეზოდ, და მე მხოლოდ ის მანაღვლებდა, მეზობლებს არ გაეგოთ.

17 დღის წინ ხალხში შეურაცხყოფა მომაყენა! შემრცხვა, გავწითლდი, მინდოდა მიწა გამსკდომოდა და არასდროს არავის აღარ დავენახე, მაგრამ დავივიწყე და ესეც ვაპატიე.

16 დღის წინ სამსახურიდან დაბრუნებულმა საჭმელი დამიწუნა და თავზე დამამხო. მე მაინც ვაპატიე და ჩემი თავი დავადანაშაულე.

15 დღის წინ მეგობრებთან ერთად მითხრა , რას გავხარ, სარკეში მაინც ჩაიხედეო! მე გავბრაზდი და ტირილით დედასთან გავიქეცი, მაგრამ მაინც არაფერი მომიყოლია, არ მინდოდა ჩემი არჩევანი დაეწუნებინა.

14 დღის წინ ხელი მკრა და კედელს მიმანარცხა, ნუ მეღობები და სულ თვალში ნუ მეჩხირებიო. მე მაინც მიყვარს და არ მწყენია.

13 დღის წინ გავიგეთ, რომ მალე მშობლები გავხდებოდით. ჩვენ ვიღიმოდით და სიხარულისგან დავფრინავდით.

12 დღის წინ რესტორანში დამპატიჟა, ოღონდ მანამდე ფული მთხოვა!

11 დღის წინ უკვე დარღვეული კანონზომიერება აღდგა და სახლში საერთოდ არ მოსულა.

10 დღის წინ ცუდად გავხდი და მარტო მომიწია ექიმთან წასვლა.

9 დღის წინ მარტომ მოვისმინე ჩვენი შვილის გულის ცემა.

8 დღის წინ სახლში რომ დაბრუნდა, მისი შეტყობინებები წავიკითხე, ვიღაცას წერდა იმას, რასაც მე არასდრომ მეუბნებოდა! სიყვარულს ეფიცებოდა!!!

7 დღის წინ ვითმენდი…

6 დღის წინაც ვითმენდი…

5 დღის წინ მის ტელეფონში შემოსულ ზარს ვუპასუხე და იმ ქალს ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში მივახალე.

4 დღის წინ ვტიროდი…

3 დღის წინ გამწარებული მოვარდა და სახლში ყველაფერი დალეწა.

2 დღის წინ სასტიკად მცემა და როდესაც ნახა სისხლი მდიოდა გაიქცა.

გუშინ მუცელი მომეშალა!

დღეს პატიება მთხოვა!

არ ვაპატიე!

20 დღის წინ რომ დამესვა წერტილი ყველაფრისთვის, დღეს ბედნიერი ვიქნებოდი.

პირველი დარტყმა უკანასკნელად უნდა მექცია, მაგრამ ვერ შევძელი ამიტომ აქციე შენ!

ნუ გაიხდით ცხოვრებას სატანჯველად!

დასვი წერტილი დღეს!