მთავარი საკითხავი მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – საკონსტიტუციოს ისტორიული გადაწყვეტილება

მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – საკონსტიტუციოს ისტორიული გადაწყვეტილება

by guramus

საქართველოში მარიხუანის მოხამრება ლეგალური გახდა – თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს, 16:20 საათზე ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საუბარია მარიხუანის მხოლოდ მოხმარებაზე და არა კულტივაცია, გაყიდვაზე. გადაწყვეტილება გამოქვეყნების მომენტიდან ძალაშია.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივ სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა, ეს არ ეხება მის მოყვანა–კულტივირებას. ამისთვის კანონმდებლობა კვლავ დაჯარიმებას ითვალისწინებს. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამაზე უკვე სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს სახემწიფოს ამ კუთხით. ის განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ სარჩელებს.

© ნეთგაზეთი