მთავარი საკითხავი 10 აქტიური ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც ყველას პენსიაზე გასული გონია

10 აქტიური ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც ყველას პენსიაზე გასული გონია

by guramus

ფერნანდო ტორესი

ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავმა ბავშვობის დროინდელ კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მოგების შემდეგ მაღალი დონის კლუბში კარიერის გაგრძელება მაინც ვერ შეძლო და ატლეტიკო ისევ დატოვა.

ამის გამო იგი უკვე ბევრ გულშემატკივარს დაავიწყდა, თუმცა ლივერპულისა და ჩელსის ვარსკვლავი კარიერას დღემდე აგრძელებს. 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტორესმა კონტრაქტი იაპონურ კლუბ Sagan Tosu–სთან გააფორმა.

ჩავი

მსოფლიოს ჩემპიონი და საფეხბურთო კლუბი ბარსელონას ერთ–ერთი ყველაზე დიდი ლეგენდა ესპანური კლუბიდან რამდენიმე წლის წინ წავიდა. მისი საყვარელი გუნდის ერთგულების გამო მან ტოპ ლიგებში კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა და დიდი საფეხბურთო ასპარეზი დატოვა. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე კატარის კლუბ Al Sadd–ში თამაშობს და კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული.

რაფაელ ვან დერ ვარტი

არც ისე დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც რაფაელ ვან დერ ვარტი მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე ნიჭიერ და შთამაგონებელ ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა მისი კარიერა საკმაოდ მოულოდნელი გზით წარიმართა.

რეალში გატარებული ოქროს წლების შემდეგ მან კარიერა ინგლისში გააგრძელა, თუმცა მას მერე რაც ტოტენჰემის უფროსობამ კლუბის სამომავლო გეგმების ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აწყობა გადაწყვიტა, ცნობილ ფეხბურთელს ლონდონიდან გადაბარგებაც მოუწია. იგი დღეს დანიური კლუბი Esbjerg–ის მაისურით ასპარეზობს.

ვესლი სნეიდერი

ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველი როგორც ნაკრებში, ასევე საკლუბო კარიერის განმავლობაშიც მილიონობით ადამიანის საყვარელი სტილის ფეხბურთელად იქცა. ინტერში ჟოზე მოურინიოსთან ერთად მოგებული ტრებლის შემდეგ იგი თურქეთის ლიგაში გადავიდა.

რამდენიმე წლის შემდეგ კი იგი ისევ აგრძელებს კარიერას და საფრანგეთში გატარებული მცირე პერიოდის შემდეგ იგი ამჟამად კარიერის დასრულებამდე კატარში არსებულ კლუბ Al-Gharafa–ს რიგებში თამაშს აპირებს.

რობინიო

უამრავი ადამიანის აზრით ეს ფეხბურთელი დღემდე ერთ–ერთ ყველაზე დიდი ტალანტის მქონე ვარსკვლავად ითვლება, თუმცა სამწუხაროდ მან საკუთარი ნიჭის გამოვლინება ბოლომდე ვერასდროს შეძლო. ინგლისში ძვირადღირებული ტრანსფერით გადასვლის შემდეგ, მან საბოლოოდ კარიერის გახალისება იტალიაში, მილანის რიგებში მოახერხა. თუმცა მისი კარიერული ვარდნა კვლავ გაგრძელდა და დღეს თურქეთში, Sivassporin–ის მაისურით აგრძელებს თამაშს.

როისტონ დრენტე

ჰოლანდიაში არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი დაბადებულა, რომლებსაც მსოფლიო საფეხბურთო ასპარეზზე მრავალი წლის განმავლობაში უთამაშიათ უმაღლეს დონეზე. თუმცა, უდიდესი ნიჭის მქონე ჰოლანდიელი ფეხბურთელებიდან ერთ–ერთი მათგანი საკუთარი ტალანტის ბოლომდე გამოვლინების გარეშე წავიდა დიდი ფეხბურთიდან. როისტონ დრენტემ გარდამავალი პერიოდის მქონე რეალში ოქროს წლები გაატარა და შემდეგ კიდევ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, თუმცა 2016 წელს კარიერის დასრულება დაანონსა ახალი კონტრაქტის არქონის გამო. მიუხედავად ამისა, იგი 2018 წელს ფეხბურთს დაუბრუნდა და მშობლიური კლუბი Sparta Rotterdam–ის რიგეში აგრძელებს მოღვაწეობას.

სამუელ ეტო’ო

ცნობილი ვარსკვლავი მილიონობით გულშემატკივარის აზრით აფრიკაში დაბადებულ ფეხბურთელებს შორის დღემდე საუკეთესოა. ჩემპიონთა ლიგის 3 ტიტულის მქონე სამუელ ეტო’ო  ასევე კატარის კლუბში აგრძელებს კარიერის ბოლო პერიოდს.

ეზეკიელ ლავეცი

შესაძლოა არგენტილეი ვარსკვლავი მსოფლიოს ტოპ ფეხბურთელებს შორის არ მოიაზროთ, თუმცა მისი სახელფასო ჩეკი აუცილებლად გაგაოცებთ. ეზეკიელ ლავეცი პირველი მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, რომელიც ჩინური საფეხბურთო ლიგის კლუბმა გადაიპირა და ამის განსახორციელებლად საკმაოდ დიდი თანხაც დახარჯა.

როგორც მედიის საშუალებები იტყობინებოდნენ, 2017 წელს აზიურ კლუბ Hebei–ში გადასვლის შემდეგ ლავეცის ხელფასი კვირაში 1 მილიონ დოლარზე მეტი იყო. Hebei China Fortune–ს მაისურით იგი დღემდე თამაშობს.

ემანუელ ადებაიორი

საუკეთესო ფორმაში ყოფნისას ემანუელ ადებაიორი ევროპის ერთ–ერთ ყველაზე ლეტალურ ფორვარდად ითვლებოდა, თუმცა პირადი პრობლემების გამო კარიერა ბოლომდე ვერ განავითარა. ოჯახური კრიზისის გამო მისი ლიონში გადასვლაც ჩაიშალა და საბოლოოდ კარიერული წინსვლაც შეჩერდა. ამის შემდეგ იგი თურქულ Istanbul Basaksehir–ს შეუერთდა და საკმაოდ ლამაზი ფეხბურთის თამაშსაც აგრძელებს დღემდე.