მთავარი ასტროლოგია ამ 6 თვისებას რომ გაიგებთ, ვერძ ქალებზე წარმოდგენა რადიკალურად შეგეცვლებათ

ამ 6 თვისებას რომ გაიგებთ, ვერძ ქალებზე წარმოდგენა რადიკალურად შეგეცვლებათ

by guramus
 ზოგადი თვისებები

  ვერძი ქალები არიან სიცოცხლით, ენერგიით და კრეატივით სავსეები, დამოუკიდებლები და სპონტანურები. მათ აქვთ უნარი, რომ გახდნენ სხვებისთვის ინსპირაცია. ისინი არ ემორჩილებიან სხვების ბრძანებებს და არასოდეს აძლევენ მათ უფლებას, რომ გააკონტროლონ.

ვერძები ბრძოლით სავსენი არიან და იციან როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე. მათთვის უმნიშვნელოვანესია სამართლიანობა. ყოველთვის ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და არ იტყუებიან, ეს მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ვერ იტანენ, როდესაც მათ ზურგს უკან ლაპარაკობენ. მოსწონთ როდესაც თავიანთ ცხოვრებას აკონტროლებენ და თუ თქვენ ეცდებით მის წართმევას, ისინი სამუდამოდ გაანადგურებებენ.

 ვერძი ქალი და სიყვარული   

მიუხედავად იმისა, რომ ვერძი ქალები ძალიან მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან, სიყვარულში ძალიან ერთგულები არიან და ყველაფერს აკეთებენ ამ გრძნობისთვის. ისინი თვლიან რომ წარმატებული ურთიერთობისთვის საჭიროა ნდობა და ერთგულება.

მათ მოსწონთ ნადირობა, მაგრამ თუ დიდხანს დააპირებთ მათთან თამაშს, ისინი თქვენ არ დაგელოდებიან სამუდამოდ. ვერძებს მოსწონთ ფლირტი და ყველაფერს აკეთებენ, იმისთვის რათა სასურველი მამაკაცი მიიღონ.

 ვერძი ქალი და სექსი

ვერძთან განცდილი სექსუალური გამოცდილების შემდგომ, თქვენ აღარც კი იფიქრებთ ვინმე სხვაზე. მისი სექსუალური მადა ძალიან დიდია, ის ცხოვრობს მთლიანად თავისი სხეულით და მას სჭირდება სექსუალური ურთიერთობა ვინმესთან რეგულარულად.

სექსი მისთვის ბევრს ნიშნავს, ამიტომ პარტნიორსაც მისთვის შესაფერისს არჩევს ყოველთვის.

  ვერძი ქალი და ქორწინება

ვერძი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქორწინება შედგეს. როდესაც რაიმე პრობლემას წააწყდება ურთიერთობაში, ცდილობს აღმოფხვრას. იგი ძალიან ჯიუტია და თუ შეამჩნევს, რომ ბევრი მონდომების მიუხედავად ქორწინება იღუპება, დაიღლება ამით და იმედგაცრუების საფუძველზე დაასრულებს ყველაფერს.

  ვერძი ქალი, როგორც მეგობარი

ვერძებს უამრავი მეგობარი ჰყავთ, რადგან ისინი ძალიან მხიარულები არიან, მათთან ვერასოდეს მოიწყენთ. მოსწონთ სპონტანურად მოქცევა და არასოდეს ნანობენ თავიანთ ქმედებებს. მათგან ყოველთვის ახალ რამეს უნდა ელოდოთ, რადგან ისინი ყოველთვის აქტიურები არიან და სწორედ ამიტომაა მათთან მეგობრობა ასეთი სასიამოვნო.

 ვერძი ქალი კარიერაში

ვერძი ბუნებით ლიდერია. ის დაბადებულია რჩეულად და თავის საქმეს ყოველთვის პოზიტიურად აკეთებს, რითაც გარშემომყოფებს კომფორტს უქმნის. ის მომთხოვნიცაა და სხვებისგანაც ითხოვს იმდენს, რამდენსაც სხვებისთვის აკეთებს. იგი გაცილებით უკეთ მუშაობს მარტო ვიდრე დიდ გუნდში, თუმცა ის აქაც ლიდერია. თუ იგი დაეცა ყველაფერს ცდილობს, რათა ფეხზე წამოდგეს.