მთავარი ასტროლოგია როგორი იქნება 2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. ასტროლოგი ანჟელა პერლის რჩევები.

როგორი იქნება 2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. ასტროლოგი ანჟელა პერლის რჩევები.

by Keti

მომხიბვლელი და მუდამ პოზიტიური ასტროლოგი და ტაროლოგი ანჟელა პერლი უკვე 20 წელია საუბრობს თითოეული ჩვენგანის მომავალზე. ის ამას სწორედ ასტროლოგიის წყალობით ახერხებს. გთავაზობთ 2019 წლისთვის თავმოყრილ ჰოროსკოპულ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც რეალობას არ ასცდება.

ვერძი

აქტიური ვერძისთვის ეს წელი იქნება გამართლებისა და მიღწევების. მრავალი მათგანი წამოიწყებს ბიზნესს, შესაძლოა საცხოვრებლის გამოცვლაც. ასევე ვერძები შეიცვლიან ოჯახურ სტატუსს, ეს კი ძირითადად ეხებათ დაუოჯახებენ ადამიანებს. ცვლილებები დაიწყება გაზაფხულიდან. ეს წელი აგრეთვე კარგია ჩასახვისთვის და ბავშვის გაჩენისთვის.

კურო

ბევრი მოგზაურობა, ახალი ნაცნობები და უამრავი სიახლე. თავისუფალი კუროები ამ წელს ცხოვრების თანამგზავრს შეხვდებიან. დაოჯახებულთათვის კი ეს საუკეთესო დროა შვილების ყოლაზე დასაფიქრებლად. წარმატებული იქნება ფულის დაბანდების/დაგროვების თემაც.

ტყუპები

2019 წელი მათთვის იქნება სოციალურად აქტიური, მრავალი ტყუპი შეხვდება თავის მეორე ნახევარს და დაქორწინდება. ფინანსური მდგომარეობა გაუუმჯობესდებათ, შემოსავალი კი საკმარისი იქნება უზრუნველი ცხოვრებისთვის, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ სისტემას.

კიბო

ამ წელს მათი დევიზი იქნება: ,,მოძრაობა – ეს სიცოცხლეა.” იქნება ცვლილებელი ყველა მიმართულებით, მოსალოდნელია ახალი შეხვედრებიც, მაგრამ საჭიროა საკუთარი ინიციატივის უნარის გაზრდაც, რათა არ აღმოჩნდნენ არასერიოზულ ურთიერთობებსა და ინტრიგებში.

ლომი

სრულდება მათთვის ორწლიანი დაბნელების ციკლი, ანუ სიტუაცია ერთმნიშვნელოვნად უმჯობესდება. იანვრიდანვე იგრძნობენ პოზიტიურ ცვლილებებს. შესანიშნავი წელია სასიყვარულო ურთიერთბებისა და ბავშვების გაჩენისთვის. შესაძლოა სამსახურის შეცვლაც.

ქალწული

მათ ელოდებათ წარმატებული კარიერული ზრდა და ფინანსური სტაბილურობა, რეკომენდირებულია ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს წელი მათთვის არის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის წელიწადი. ბევრი დაიწყებს საკუთარ ბიზნესს, შესაძლოა ოჯახში მატება ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ. ბავშვების თემა ქალწულთათვის აქტუალურია მთელი წლის მანძილზე.

სასწორი

ეს წელი მათთვის წარმატებული იქნება უძრავი ქონების საქმეებში და საცხოვრებელი ადგილის ცვლილებაში. ასევე შესანიშნავი დროა მშენებლობისა და კაპიტალური რემონტისთვის. სასწორებისთვის წარმატებული პერიოდია როგორც კარიერულ სფეროში ასევე სიყვარულში.

მორიელი

ეს წელი მათთვის იქნება მკვეთრი ცვლილებების დრო ცხოვრების ყველა სფეროში. ეს ეხება სწავლას, სამუშაოს, სიყვარულს. იქნება ფინანსურად წარმატებული. მრავალს გაუუმჯობესდება კეთილდღეობა, მაგრამ გაზაფხულის ბოლოს გენიალური გეგმების დასახვა არ ღირს, ისინი შეიძლება ჩაიშალოს.

მშვილდოსანი

მრავალი მშვილდოსანი ამ წელს დაქორწინდება. კარგი წელია ბავშვთა ჩასახვისა და გამრავლებისთვის. შესაძლოა საზღვარგარეთ მოგზაურობა და სწავლა. ფინანსურ სფეროშიც იქნება თვალსაჩინო  გაუმჯობესება ჯანმრთელობა ექნებათ მტკიცე, მაგრამ ყურადსაღებია სწორი კვება, რათა დიეტების დაცვა აიცილონ თავიდან.

თხის რქა

ეს წელი მათთვის საბედისწერო იქნება. მაგრამ ნუ შეშინდებით. მრავალი დაქორწინდება, საბოლოოდ დასრულდება ფინანსური არასტაბილურობა. კარგი დროა ქრონიკული დაავადებების მკურნალობისთვის. ზაფხულში შესაძლოა მოგზაურობაც თბილ ქვეყნებში, რაც დადებითი ემოციების წყარო გახდება.

მერწყული

ყველაზე მნიშვნელოვანი ძვრები ფიზიკურ დონეს შეეხებ.მთავარი პრობლემა იქნება მატერიალური მდგომარეობა, წინ ელით დიდი შრომა. სიყვარულშიც იქნება წარმატება, მაგრამ ოფიციალური გზის არჩევა დამოკიდებულია მხოლოდ მერწყულთა მზაობაზე. თუ ერთადერთს ვერ ამოარჩევენ, აქვთ დრო ფლირტისთვის.

თევზები

თევზების სამეგობრო წრე შეიცვლება, გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, თანამოაზრეები, მეტად აქტიურნი გახდებიან სოციალურ ცხოვრებაში, ეს კი წარმატებას მოუტანთ. უნდა ერიდონ ვირუსულ დაავადებებს და გაციებას, შესაძლოა მათი გართულებები. ეს ეხებათ უფრო ქალ თევზებს. არ უნდა დაიტვირთონ ორგანიზმი ბევრი მუშაობითა და მძიმე საკვებით.