მოვამზადოთ არაჩვეულებრივი კერძი საუზმისთვის. ეს არის ლავაში შიგთავსით.
მადისაღმძვრელი პატარა ლავაშის რულეტი შიგთავსით საპატიო ადგილს იკავებს ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრაზე. მას სხვადასხვანაირად ამზადებენ, ინგრედიენტების და სოუსების მიხედვით. რაც მთავარია სწრაფად მზადდება და მისი გემო არ მოგბეზრდებათ.
ინგრედიენტები:
შებოლილი ქათმის მკერდი – 150 გრამი
ლავაში – 2 ცალი
ზეთის ხილი – 70 მილიგრამი
კვერცხი – 2 ცალი
ყველი – 120 გრამი
პესტოს სოუსი – 1 სუფრის კოვზი
ან:
სიომგა – 150 გრამი
პომიდორი ჩერი – 6 ცალი
მაგარი ყველი – 120 გრამი
სალათის ფურცლები – 1 კონა
მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი
მომზადება:
1. მოვამზადოთ სოუსი: ამისთვის ერთმანეთს შეურიეთ მაიონეზი, ყველი, პესტოს სოუსი სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. პესტო შეგიძლიათ აჯიკით ან მწარე კეტჩუპით შეცვალოთ.
2. მოვამზადოთ შიგთავსი: დაჭერით პომიდორი წვრილად (ჩერის ნაცვლად შეგიძლიათ ერთი დიდი პომიდორი აიღოთ),ზეთისხილი და ქათამი. წვრილად დააქუცმაცეთ სალათის ფურცლები, ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
3. გაშალეთ ლავაში და წაუსვით ორი სუფრის კოვზი სოუსი. დააწყვეთ ცოტა სალათის ფურცლები, ზემოდან პომიდორი, ქათამი, ზეთის ხილი, ყველი.
4. გადაანაწილეთ ეს შიგთავსი თანაბრად მთელ ლავაშზე და მჭიდროდ დაახვიეთ რულეტივით. შემოუკეცეთ ნაპირები, ფრთხილად ჩადეთ ლავაში პოლიეთილენის პარკში და შეინახეთ მაცივარში ერთი საათით.
5. დადეთ რულეტი დაფაზე და დაჭერით საპორციო ნაჭრებად.
თუ გიყვართ თევზი, შეგიძლიათ მეორე ვარიანტის მომზადება. ამისთვის დაჭერით 150 გრამი ნაკლებად მლაშე სიომგა, მოხარშეთ და გახეხეთ სახეხზე 2 კვეცხი. სოუსმოსმული ლავაშის ფირფიტაზე დაალაგეთ სალათა, თევზი, ზეთისხილი, კვერცხი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
მოამზადეთ ორივე კერძი ახალი წლისთვის და თქვენ გარანტირებული გექნებათ როგორც ხორცის, ასევე თევზის მოყვარულთა გულების მოგება. ეს ორივე რულეტი თავისებურად პიკანტური და განუმეორებელია. გაახარეთ ამ რეცეპტით საყვარელი მეგობრებიც.