1. შეამოწმეთ გამონაზარდში კიბოს უჯრედების არსებობა
ასეთი გამონაზარდები კისერზე ნასოფარინგელური კიბოს ნიშანი შეიძლება იყოს. ისინი ხშირად არ იწვევენ ტკივილს, თუმცა არასდროს არ უნდა დააიგნოროთ. ამ სახის კიბოს სხვა სიმპტომებია დაქვეითებული სმენა, ცხვირში გაჭედვა და სისხლდენა, მხედველობის გაფუჭება და სახის კანის ტკივილი.
მაშინაც კი, თუ სხვა სიმპტომები არ გაწუხებთ და მხოლოდ კისერზე ამჩნევთ გამონაზარდს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს მის შესამოწმებლად. თუკი ყურის უკან შეამჩნევთ მსგავს გამოვლინებას, მისი ზომისა და შეფერილობის მიუხედავად ასევე სასწრაფოდ უნდა ანახოთ ის სპეციალისტს.
2. შეამოწმებინეთ ექიმს თქვენი ლიმფური სისტემა
როდესაც ლიმფური სისტემის მუშაობა ფერხდება, ლიმფური ჯირკვლები იზრდება და სივდება. ჩვენი ლიმფური სისტემა უამრავ ვენასა და ჯირკვალს მოიცავს, რომლებიც ბაქტერიებსა და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს ფილტრავენ მათი დაგუბებისა და განადგურების გზით.
ამ სიმპტომს შეუძლია გამოიწვიოს ლიმფური ჯირკვლების გასიება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ყურის უკან და იღლიებში. თუკი შეამჩნევთ რომ თქვენი რომელიმე ლიმფური ჯირკვალი გასიებული ან გაზრდილია, ყველა შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ზემოთ ხსენებული სიმპტომები ასევე ჰოჯკინსის ლიმფობის ნიშანი შეიძლება იყოს. ამ სახეობის კიბო სისხლის თეთრი უჯრედების შიგნით წარმოიშობა. მსგავსი დაავადების თანმდევი მოვლენებია ღამით გაოფლიანება, წონაში კლება, მაღალი სიცხე და ხშირი ხველა. ხშირად შეიძლება ლიმფური ჯირკვლების გასიება ინფექციამაც გამოიწვიოს, თუმცა აუცილებლად უნდა დაიზღვიოთ თავი და გასიებული ადგილი სასწრაფოდ შეამოწმებინოთ ექიმს.
3. შეამოწმეთ გაქვთ თუ არა რაიმე სახის ინფექცია
გავრცელებული ბაქტერიული ინფექციები ხშირად იწვევენ შეშუპებასა და გასიებას კისრის არეში, ასევე ყურის უკანაც. ყველაზე გავრცელებული ინფექციების სახეობები ამ შემთხვევაში შეადგენს მონონუკლეოზს, ქათმის გრიპს და წითელას. ზოგიერთმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ყურის უკან არსებული მთავარი ძვლის ანთებაც. ასეთი ანთება ხშირად იწვევს ხორცოვან გამონაზარდს ყურის არეში.
4. შეამოწმეთ არის თუ არა გამონაზარდი გამოწვეული შებრუნებული ცისტით
ყელისა და ყურის არეში გამონაზარდები ასეთი სახის ცისტითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ისინი წარმოიქმნებიან დაზიანებული ან დაბლოკილი გლანდების შიგნით, რომლებიც კანისა და თმისთვის საჭირო ზეთებს გამოიმუშავებენ. ისეთი ტრამვების შედეგად, როგორიცაა ნაკაწრი, ჭრილობა ან აკნე, ამ გლანდების მილები შესაძლოა ჩაიკეტოს, რაც ცისტის წარმოქმნას იწვევს. როგორც წესი ასეთ სინდრომს ექიმები ვიზუალური დათვალიერებით მარტივად აღმოაჩენენ.
კისრისა და ყელის არეში გაჩენილ გასიებასა და შეშუპებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმა მხოლოდ ექიმებს შეუძლიათ მათი ნამდვილი ტიპის დადგენა. ამიტომ როგორც კი მსგავსი სახის სიმპტომს აღმოაჩენთ, მაშინვე მიმართეთ სპეციალისტს, რათა დროულად დასვათ სწორი დიაგნოზი.