მთავარი გასართობი აეროპორტის თანამშრომელი გამორჩეული მგზავრების ფოტოებს იღებს. ნახეთ მისი გალერეა.

აეროპორტის თანამშრომელი გამორჩეული მგზავრების ფოტოებს იღებს. ნახეთ მისი გალერეა.

by guramus

მუსტაფა ფოტოგრაფიის მოყვარულია, რომელიც ასევე აეროპორტის თანამშრომელიც გახლავთ. იგი ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობს და სტამბულში მოხვედრილ მგზავრებს საინტერესო პროექტით აერთიანებს. მისი აზრით აეროპორტი უდიდესი საგანძურის საბადოა, სადაც ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიების პოვნა შეიძლება.

მან საკუთარი ჰობი და სამსახური სწორედ ამის ფირზე აღსაბეჭდათ გააერთიანა. სწორედ ამიტომ წამოიწყო პროექტი სახელწოდებით ” 100 სახე 100 ქვეყანა ” და მის ფარგლებში სურს რაც შეიძლება მეტი საინტერესო ისტორიის მქონე ადამიანის პორტრეტი გადაიღოს.

იგი ამისათვის ათათურქის აეროპორტის გადასაჯდომ ტერმინალს სტუმრობს ხშირად და იქ არაორდინალური და გამორჩეული ვიზუალის მქონე ადამიანებს მათი ისტორიების შესახებ ეკითხება. ყველაზე ექსტრაორდინალურ პიროვნებებს იგი საკუთარი კოლექციისთვის უღებს ფოტოებს.

ამ პროექტით უკვე მრავალი ქვეყნის მედია გამოცემა დაინტერესდა. მუსტაფას ამჟამად 117 პორტრეტი აქვს, რომელშიც მან 77 ქვეყნის წარმომადგენელი გააერთიანა.

ნიჭიერ ფოტოგრაფს სურს 100 ქვეყნის წარმომადგენელს გადაუღოს ორიგინალური ფოტო და მათი ისტორია ერთ დიდ გამოფენად აქციოს, რომელშიც 100 განსხვავებული იდეოლოგიისა და პორტრეტის წარმოდგენას შეძლებს.

საბედნიეროდ მას ეს საქმე საკმაოდ უმარტივდება, რადგან მისი სამსახური ყოველდღე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული ადამიანების მომსახურებაა.

იგი ყველა ფოტოს საკუთარი კომენტარით აფორმებს, რათა მეტი ემოცია შესძინოს მათ. იგი მისი ფავორიტი ფოტოების შესახებ ასე მოგვითხრობს:

#1 იბრაჰიმ ზეტი რუანდიდან

” აი რა ხდება როდესაც ხვდები მოცეკვავეს რუანდიდან “

#2 ნიკოლი უკრაინიდან

” ნიკოლი ტატუს სპეციალისტია ოდესიდან. იგი ტურს იწყებს ევროპაში ტატუს მოყვარულთათვის “

#3 ფრეია შოტლანდიიდან

” ფრეია მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს ოქსფორდში. ის კენიაში მიფრინავს საკუთარი კვლევების ჩასატარებლად “

#4 ბაში ლებანონიდან

” ბაში ამერიკის უდაბნოში ჩატარებული მუსიკალური ფესტივალიდან შინ ბრუნდება. უდაბნოს მტვერი ჯერ კიდევ ფეხზე აქვს “

#5 შაიმა ქუეითიდან

” შაიმა მალტაში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და მოხალისეთ მიემართება ათენში დევნილების დასახმარებლად “

#6 ჯუსი ფინეთიდან

” ჯუსი ტატუს სტუდიის მფლობელია ჰელსინკში. იგი აფრიკაში მიემართება ჯუნგლებში გრძელი თავგადასავლებისთვის “

#7 ფრედერიკი საფრანგეთიდან

” ფრედერიკი მასწავლებლად მუშაობს ნიგერიაში. 2 თვიანი არდადეგების შემდეგ იგი ახალი სემესტრის შესახვედრად მიფრინავს უკან სამსახურში. ეს სამოსი საკუთარი დიზაინით შექმნა “

#8 კავინტიდა ტაილანდიდან

” კავანტიდამ არდადეგები დანიაში გაატარა. მას დასვენება ზედმეტად დიდხანს გაუგრძელდა “

#9 პარლი ესტონეთიდან

” პარლი ოლიმპიური სპორტის მიმდევარია ესტონეთდან. იგი 7 სპორტში იღებს მონაწილეობას და მე ამ რიცხვის თარგმანი მასწავლა ჰიუსტონში გაფრენამდე “

#10 ინდრე ლიტვიდან

” ინდრე კალიფორნიისკენ მიემართება, რადგან არდადეგები სწორედ იქ გაატაროს “